[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

ნენსკრა ჰესზე სასამართლო სხდომა გაიმართა

18 თებერვალს, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნენსკრა ჰესის საქმეზე მოსამზედებელი სხდომა გაიმართა. სასამართლოში მოსახლეობის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და მწვანე ალტერნატივა წარმოადგენენ. სარჩელი შეეხება ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, EMC და მწვანე ალტერნატივა ითხოვენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ნენსკრა ჰესის განახლებული პროექტი, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დოკუმენტის - გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ე.წ. გზშ-ს მომზადების ვალდებულებისგან გათავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პირველად ვერსიაში არსებითი ხასიათის ცვლილებები შევიდა, მათ შორის, ტექნიკური, ტექნოლოგიური, ადგილმდებარეობის და ა.შ. სამინისტრომ მიიჩნია, რომ პროექტი არ საჭიროებდა ახალ შეფასებას და გარემოსდაცვითი საფრთხეების შესაფასებლად პირველად პროექტზე მომზადებული გზშ-ს ანგარიში საკმარისად ჩათვალა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გულისხმოს 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სვანეთში, ჭუბერისა და ნაკრას ტერიტორიებზე.პროექტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია K-water ახორციელებენ.

EMC იმედოვნებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ხელში სახელმწიფოს პოლიტიკაზე კონტროლის ეფექტიანი და რეალური მექანიზმი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“