ვიდეო: ინდიგო
ქრისტოს ცხოვრების დიდი ნაწილი ქმედუუნაროს სტატუსით აქვს გატარებული. ამ წარსულიდან მას ბევრ ტრავმასთან ერთად ვალი დარჩა, რომელიც თავისი სურვილით არ აუღია.
2014 წელს საკონსტუტიციო სასამართლომ ასეულობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს წართმეული სამოქალაქო უფლებები დაუბრუნა. მათ აღარ ანიჭებენ ქმედუუნაროს სტატუსს და აღარ უნიშნავენ მეურვეს. დამოუკიდებლად ცხოვრებაში ახლა მათ საკუთარი ნებით არჩეული მხარდამჭერი ეხმარებათ.
ვიდეო მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).
ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) შეხედულებებს.