საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი,
როგორც ცნობილია, 16 ოქტომბერს დაგეგმილი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა საბჭოს თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაუქმდა. შეხვედრაზე დაგეგმილი იყო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა. კანონპროექტის ავტორები ასევე ვგეგმავდით სამთავრობო უწყებების მიერ კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნების განხილვას და ვიმედოვნებდით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რიგ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას. შეხვედრის გაუქმების მიზეზად დასახელდა ის მოვლენები, რომელიც 12 ოქტომბერს, საბჭოს სხდომამდე ოთხი დღით ადრე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგო მოსაზრების პრესაში გავრცელების შედეგად განვითარდა. მოახლოებული საკომიტეტო განხილვებისა და ნოემბრის თვეში დაანონსებული პლენარული სხდომის ფონზე, სამთვრობო უწყებებთან შეხვედრამდე, როდესაც საზოგადოების ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში განსაკუთრებით მაღალია, მოსალოდნელი იყო, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები საზოგადოების მწვავე რეაქციას გამოიწვევდა.
მოვლენების ამგვარმა განვითარებამ შეაფერხა ჯანსაღი პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხმდარიყო სამოქალაქო საზოგადოებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დიალოგის წარმართვა. აღნიშნული განსაკუთრებით დასანანია იმის გათვალისწინებით, რომ:
მოვლენების ამგვარი განვითარების გათვალისწინებით, პლატფორმის წევრები ვხედავთ პროცესში უმაღლესი პოლიტიკური პირების ჩართვის გადაუდებელ აუცილებლობას. მოგმართავთ თხოვნით, რომ პირადად ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესში და უახლოეს პერიოდში შეგვხვდეთ პლატფორმის წარმომადგენლებს. იმედს გამოვთქვავთ, რომ შესაძლებელი იქნება იმ ფორმატის გამონახვა, რომლის ფარგლებშიც მოხერხდება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის და აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა და კანონპროექტის ავტორებს მოგვეცემა შესაძლებლობა წარვუდგინოთ ჩვენი არგუმენტები ხელისუფლებას. პლატფორმასა და მთავრობას შორის მიმდინარე დიალოგი საქართველოს პარლამენტსაც მნიშვნელოვანწილად დაეხმარება საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.
მიგვაჩნია, რომ საქართველო ახლოს არის უპრეცენდენტო ნაბიჯის გადასადგმელად ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის მიღებით. თქვენი და მმართველი გუნდის გაცხადებული მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკაა.
"გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის" – ეს “ქართული ოცნების” 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებაა, რაც დღემდე არ შესრულებულა და მხოლოდ დაპირებად რჩება, თუმცა საშემოდგომო სესიაზე ამ დაპირების რეალობად ქცევა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღება რეალური შესაძლებლობაა.
იმედი გვაქვს, რომ თქვენი ჩართულობა პოზიტიურ როლს შეასრულებს მიმდინარე პროცესებში და გაზაფხულზე მასობრივი დემონსტრაციის პარალელურად თქვენს მიერ გაკეთებული მოწოდება რეფორმის შემოდგომაზე დასრულებასთან დაკავშირებით ლოგიკურ დასასრულს მიაღწევს.
პატივისცემით,
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა
ინსტრუქცია