პარლამენტში მიმდინარეობს „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვა. ცალკეული პოზიტიური ცვლილებების გარდა, აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად ვერ აუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას.
განცხადება შშმ პირთა კანონპროექტზე სრულად: http://bit.ly/2ThTYMP
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), წარმომადგენელი, ნანა გოჩიაშვილი, საუბრობს კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დეინსტიტუციონალიზაციის სფეროში.
ვიდეო მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi). ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) შეხედულებებს.