[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს

მთავრობის მიერ წარდგენილი შეპასუხების ანალიზი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოდგენილ საბოლოო პოზიციას აფასებს და მიუთითებს, რომ საერთაშორისო სასამართლოშიც კი ხელისუფლება აგრძელებს მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას და აშკარად დაუსაბუთებეულ და ფაბრიკაციულ ინფორმაციაზე აპელირებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 23 ოქტომბერს დაჩქარებული წესით დაიწყო. 2020 წლის 21 ნოემბერს სოციალური სამართლიანის ცენტრმა გააგზავნა მისი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა მისი საბოლოო პოზიცია, რითიც დასრულდა მხარეთა შორის შეპასუხების ფაზა.

მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, კომუნიკაციის ყველა ეტაპზე სასამართლოსთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი მოსაზრებების დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის წარმოჩენისა და მისი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირების მცდელობას. სამწუხაროდ მთავრობა კვლავ ცალმხრივი და დამახინჯებული ინფორმაციითა და არგუმენტებით ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას და ამ გზით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი უკანონო სპეცოპერაციის დაგეგმვისა და აღსრულებისას მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას.[1]

წარმოდგენილ განცხადებაში გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობის (ევროპულ სასამართლოში მას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს) მიერ წარმოდგენილ რამდენიმე პრობლემურ, დაუსაბუთებელ და აშკარად ფაბრიკაციულ მოსაზრებაზე. 

 

საქართველოს მთავრობის დაუსაბუთებელი ბრალდებები . მაჩალიკაშვილის მიერ  ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების თაობაზე

  1. ..- საეჭვო ვითარებაში აღებული ჩვენების ინსტრუმენტალიზება მთავრობის მხრიდან

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეპასუხებაზე წარდგენილ დამატებით და საბოლოო მოსაზრებებში საქართველოს მთავრობამ კვლავ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის დაუსაბუთებელი ბრალდებებზე გააკეთა აპელირება. ამ მიზნით, მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მსჯავრდებული ბ.ჩ.-ს ჩვენება, სადაც მსჯავრდებული საუბრობს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ა. ჩატაევისა და მისი გარემოცვის წევრებთან თითქოსდა კავშირზე და ტერორისტულ დაჯგუფებასთან მათი აფილაციის თითქოსდა ცოდნის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჩვენების გაცნობის შესაძლებლობა სოციალური სამართლიანობის ცენტრს ამ დრომდე არ ჰქონია.  მიუხედავად იმისა, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომში სუს) თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების შეწყვეტის შემდგომ მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით საქმის იმ მასალებს, რომლებიც დაკავშირებული იყო თ. მაჩალიკაშვილთან, რატომღაც სუს-მა არ უზრუნველყო მითითებული ჩვენების ჩვენთვის გაცნობა. როგორც ცნობილია, ბ. ჩ-ს დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორიზმის მხარდაჭერის სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა 3 წლის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ მასთან  საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის საფუძველზეც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2020 წლის დეკემბერში დატოვა.  აღსანიშნავია, რომ ბ.ჩ-ს და კიდევ ერთი პირის, გ.ზ.-ს საქმის განხილვა პირველივე თვეებში გამოიყო ცალკე, რაც აჩენდა მოლოდინს, რომ ამ პირებთან გამოძიება თანამშრომლობას იმთავითვე ცდილობდა.

ზემოთ მითითებულ ჩვენებაში ბ. ჩ. აღნიშნავს, რომ  ის იცნობდა პანკისის ხეობაში მყოფ ორ პირს (სეიფულას და აბდულას), იცოდა რომ იყვნენ ა. ჩატაევის დაჯგუფების წევრები (და იბრძოდნენ სირიაში) და მათ დახმარებას უწევდნენ რამაზ მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ბ. ჩ-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სეიფულას და აბდულას ა. ჩატაევთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილს და მათი დახმარების მიზნით გახსნა საბანკო ანგარიში, ხოლო როდესაც ა. ჩატაევი საქართველოში შემოვიდა, ამ ფაქტის გაუმჟღავნებლობის შესახებ თავად ბ.ჩ.  პირადად გააფრთხილა ერთ-ერთმა მსჯავრდებულა რ. ა.-მ  და მიუთითა, რომ თ. მაჩალიკაშვილისა და სხვებს თავად გააფრთხილებდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამჩვენებაში მითითებული ინფორმაცია ბ.ჩ.მ მალხაზ მაჩალიკაშვილთან პანკისის ხეობაში დაგეგმილი საგანგებო საჯარო განხილვისას სრულად უარყო და მიუთითა, რომ გამოკითხვის ოქმს ხელი შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა, ვინაიდან მასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისულმა პირებმა დაარწმუნეს, რომ ჩვენებაში უჩვეულო არაფერი ეწერა. ბ. ჩ.-მ მალხაზ მაჩალიკაშვილს აგრეთვე მიუთითა, რომ მას არასდროს ჰქონია ინფორმაცია საქმეში მაჩალიკაშვილების მონაწილეობის შესახებ.

აღნიშნული განმარტების პარალელურად, ბ.ჩ.-ს ჩვენების არასანდოობაზე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიუთითებს. მათ შორის,

  1. ბ.ჩ. რამდენჯერმე გამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე და წარმოდგენილი ჩვენება მიღებულია მხოლოდ ერთხელ 2018 წლის 15 მარტს გამოძიების საწყის ეტაპზე. საინტერესოა, რომ სწორედ აღნიშნული ჩვენებიდან 7 დღის შემდეგ 2018 წლის 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბ. ჩდა ზ. გ.-ს საქმე სხვა ბრალდებულების საქმეს გამოეყო და ცალკე განიხილებოდა. ეს გარემოება ცხადია აჩენს ეჭვს, რომ ჩვენების მიღება შესაძლოა უკავშირდებოდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინტერესს. ამგვარი ჩვენების მოპოვების ინტერესი სუს-ს განსაკუთრებით იმ პირობებში ქონდა, როცა   გამოძიების ფარგლებში მან ვერ მოიპოვა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით დაადასტურებდა თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის ჩადენას. ჩვენებაში მითითებული ინფორმაციის ხელოვნურობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მასში ირიბი და ზედაპირული მითითების გარდა, არ არის ასახული სხვა კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩვენებაში მითითებული გარემოებების ნამდვილობას თ. მაჩალიკაშვილის უკანონო ქმედებებს. ჩვენებაში იმგვარად არის წარმოდგენილი, რომ თითქოსდა თ. მაჩალიკაშვილი და მ. მაჩალიკაშვილი ფლობდნენ სრულ ინფორმაციას ჩატაევის გეგმების შესახებ და ამის თაობაზე ბ. ჩ-ს უთხრა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა რ. ა - მა. ინფორმაციის მიღების სხვა წყაროს მსჯავრდებული არ ასახელებს. თუმცა, გამოძიების მხრიდან კითხვები და მითითებები დარწმუნდა თუ არა და როგორ აღნიშნული ინფორმაციის სისწორეში ბ. ჩ. გამოკითხვის ოქმში არ გვხდება. ამასთან ერთად, ჩვენთვის უცნობია, ამ საკითხების ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა თუ არა რ.ა. და დაადასტურა თუ არა მან თ. მაჩალიკაშვილის მონაწილეობა საქმეში და ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბ.ჩ.-თვის;
  2. გასათვალისწინებელია, თავად ჩვენების მიღების გარემოებები. კერძოდ, ბ.ჩ. უთითებს, რომ მან არ იცის ქართულ ენაზე წერა-კითხვა, აგრეთვე ვერ საუბრობს ქართულად სრულყოფილად, რის გამოც გამოკითხვის დროს მოწვეული უნდა ყოფილიყო გარეშე პირი და თარჯიმანი. გარეშე პირი ვალდებული იყო ჩვენება ქართულ ენაზე წაეკითხა მისთვის, რასაც თარჯიმანი თარგმნიდა მისთვის გასაგებ ენაზე. თუმცა, 2018 წლის 15 მარტის გამოკითხვის ოქმი და მასში გარეშე პირის მიერ ოქმზე გაკეთებული წარწერის აშკარა გაუმართაობა აჩენს ეჭვს, რომ გარეშე პირმა არ იცის სათანადოდ ქართული ენა და გაუგებარია როგორ შეძლებდა ჩვენების სრულყოფილად წაკითხვას და ბ.ჩ.- თვისგადაცემას. ოქმზე გაკეთებული წარწერა ცხადყოფს, რომ გარეშე პირი არასწორად წერს ასოებს, სიტყვებს, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ბ.ჩ-ს,ან საერთოდ არ წაუკითხეს ჩვენება, ან სათანადოდ ვერ გადასცეს მისი შინაარსი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გარეშე პირის მიერ წაკითხული ჩვენება სუს-ის მიერ მოწვეულ თარჯიმანს ბ.ც.-ს ბ.ჩ.-თვისგასაგებ, ქისტურ ენაზე უნდა ეთარგმნა, თუმცა აღნიშნული თარჯიმანი ჩვენს მიერ შემჩნეულია არასწორი თარგმანის არა ერთ შემთხვევაში.   მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც თ. მაჩალიკაშვილის ქისტურ დიალექტზე განხორციელებული მიმოწერის თარგმნა სწორედ ბ.ც.-მ განახორციელა არასწორედ, რაც ჩვენს მიერ ორგანიზებული ალტერნატიული თარგმანის პირობებში ცხადი გახდა. თარგმანის პროცესში დაშვებული იყო სერიოზული შეცდომები და მრავალი სიტყვა საერთოდ საპირისპირო მნიშვნელობით იყო თარგმნილი, რაც ცხადია თარჯიმნის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებდა.
  3. ჩვენებაში დაფიქსირებული ინფორმაციის სანდოობის კუთხით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სუს-მა აღნიშნული ჩვენების გაცნობის შესაძლებლობა არც გამოძიების ეტაპზე და არც ჩვენების მიღებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების შეწყვეტის შემდგომაც არ მოგვცა. ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფოს არ სურდა აღნიშნული ჩვენების ჩვენთვის გაცნობა გამოძიების შეწყვეტამდე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოთხოვნილი იქნებოდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის რ.ა.-ს გამოკითხვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვიდეო კამერების მონაცემების გამოთხოვა (ჩვენების მიღების გარემოებების ნახვის მიზნით) და ყველა შესაძლო ფორმით ბ. ჩ-ს ჩვენებაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება.

აღნიშნული გარემოებებისა და კითხვებზე პასუხების არარსებობის პირობებში კი მითითებული ჩვენება  არასანდო ჩანს და არსებითად სპეკულაციურია.

  1. ევროსასამართლოში მთავრობის მიერ გამოყენებული სხვა ფაბრიკაციული და სპეკულაციური მოსაზრებები

მთავრობის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებების ფრაგმენტულობასა და ბრალდებების დაუსაბუთებლობაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება მის საჯარო განცხადებებში.[2] ქვემოთ შევეხებით კიდევ რამდენიმე გარემოებას, რომელიც დამახინჯებულად არის წარმოჩენილი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ მთავრობის საბოლოო მოსაზრებებში.

2.1. მოსაზრებები, რომელიც არ არის გამყარებული არც ერთი მტკიცებულებით

  1. მთავრობამთავდაპირველმოსაზრებებშიმიუთითა, თითქოსბერიგაბრიელსალოსისქუჩაზეარსებულიბინიდანამოღებულიქნათემირლანმაჩალიკაშვილისსახელზეშედგენილისესხისხელშეკრულება. სოციალურისამართლიანობისცენტრმამთავრობისმოსაზრებებზეწარდგენილშეპასუხებაშისადაოდგახადააღნიშნულიფაქტი, რადგანმაჩალიკაშვილებისოჯახიწარმომადგენელისისხლისსამართლისსაქმისმასალებშიმსგავსდოკუმენტსარგაცნობია. მთავრობამვერცევროპულსასამართლოშიგაგზავნილსაბოლოომოსაზრებებშიწარმოადგინათემირლანმაჩალიკაშვილისსახელზეშედგენილისესხისხელშეკრულებისდამადასტურებელივერანაირიდოკუმენტი.
  2. მთავრობაასევეუთითებსთემირლანმაჩალიკაშვილისსაბანკოანგარიშზეგანხორციელებულიშესაძლოსაეჭვოგადარიცხვისშესახებ, თუმცა, დოკუმენტი, რომელიცთითქოსდაამგადარიცხვასაღბეჭდავსწარმოდგენილიამხოლოდექსელისფორმატში, ბანკისმიერგაცემულიყოველგვარიოფიციალურირეკვიზიტისგარეშე, რაცცხადია, ბადებსკითხვებსამინფორმაციისნამდვილობისშესახებ.
  3. იმისდასადასტურებლად, რომთემირლანმაჩალიკაშვილმაიცოდა შ. ბორზიევისადა ა. სოლტახმადოვისნამდვილივინაობები, მთავრობაიშველიებსთემირლანისახლობელიგოგონას, ზ. ქ.-ისჩვენებას, რომლისმიხედვითაცთემირლანმამას „ვოცაპის“ მეშვეობითმისწერა, რომთითქოსიცნობდაამპიროვნებებს, როგორცსირიაშინამყოფმეომრებს. თუმცა, ამგვარი მიმოწერის არსებობა რეალურად არ დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან მოპოვებული მასალიდან და ეს მტკიცებულებები მთავრობას არც ევროპულ სასამართლოში წარუდგენია. 

2.2. მოსაზრებები, რომელიც აშკარად არაზუსტი და განზრახ არასრულია

  1. მთავრობაუთითებს, რომთემირლანმაჩალიკაშვილმაიქირავათბილისში, ვარკეთილშიმდებარებინა, სადაცდროებითრჩებოდნენ შ. ბორზიევისადა ა. სოლტახმადოვი. თუმცა, როგორცმაჩალიკაშვილების, ისეთავადბინისმეპატრონისგამოკითხვისოქმიდანიკვეთება, რომვარკეთილშიმდებარებინაიქირავაარათემირლანმაჩალიკაშვილმა, არამედრამაზმარგოშვილმა, რომელიცსოფელდუისშიმაჩალიკაშვილებისოჯახისკარისმეზობელია, ამჟამადკი, მსჯავრდებულიატერორიზმისმხარდაჭერისსაქმეზე. ამასთან, მთავრობაუთითებს, რომთემირლანირამაზმარგოშვილისმიერნაქირავებბინაშირჩებოდა 2016 წლისშემოდგომიდან 2017 წლისშემოდგომამდე, რაცსიმართლესარშეესაბამება. მაჩალიკაშვილებისოჯახმაარაერთხელგანმარტა, რომთემირლანივარკეთილისბინაშიიმყოფებოდამხოლოდსამითვით 2017 წლისმარტიდანმაისამდე, 2017 წლისშემოდგომაზეკიიგიცხოვრობდავაჟა-ფშაველასგამზირზენაქირავებბინაშიორმეგობართანერთად.
  2. მთავრობისმოსაზრებებისთანახმად, თემირლანმაჩალიკაშვილმაარამარტოიცოდა შ. ბორზიევისადა ა. სოლტახმადოვისვინაობა, არამედიზიარებდამათტერორისტულმისწრაფებებს. ამისდასადასტურებლადკი, მთავრობაუთითებსთემირლანისტელეფონშიაღმოჩენილფოტოსურათზე, სადაც შ. ბორზიევიაღბეჭდილია „ისლამურისახელმწიფოს“ დროშისფონზე. თუმცა, მთავრობაუგულებელყოფსიმფაქტს, რომაღნიშნულიფოტოთემირლანმაჩალიკაშვილისტელეფონშიატვირთულია 2017 წლის 24 და 25 ნოემბერს, ანუმასშემდეგ, რაცგასაჯაროვდაბერი სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბორზიევი ვინაობა. მთავრობა ასევე უთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონში აღმოჩენილია მისი ფოტო შ. ბორზიევსადა ა. სოლტახმადოვთან ერთად, 2017 წლის 20-21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ სატელევიზიო გადაცემის სქრინშოთი, რომელშიც ჩანს ა. სოლტახმადოვის გვამი. აღნიშნული მასალა თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან მხოლოდ 2017 წლის 20-21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გარემოებებით დაინტერესებას აჩვენებს.
  3. მთავრობისმოსაზრებებისთანახმად, თემირლანმაჩალიკაშვილიე.წ. „ისტიშხად“-ისჩადენისმკაფიოგანზრახვასგამოხატავსმისმეგობარზ.ქ.-სთანმიმოწერაში. ყოველგვარიდამატებითიმტკიცებულებისგარეშე, კონტექსტიდანამოგლეჯილმინაწერზედაყრდნობით, ტერორისტულიგანზრახვაზეაპელირებამიუთითებს, მთავრობისმიკერძოებულდამოკიდებულებასადასასამართლოსშეცდომაშიშეყვანისმცდელობაზე.[3]
  4. მთავრობაკიდევერთარაზუსტმითითებასაკეთებსიმასთანდაკავშირებით, თითქოსრამაზმარგოშვილმათემირლანმაჩალიკაშვილთანსატელეფონოსაუბარშიაღნიშნა, რომმასაჰმედჩატაევისდაჯგუფებისწევრებისსაცხოვრებელიხარჯებისდასაფარად 900 დოლარსუგზავნიდა, რაცასევეარშეესაბამებასიმართლეს. სატელეფონოჩანაწერიდან, რომელიცმთავრობამასევემხოლოდსაბოლოომოსაზრებებისეტაპზეწარმოადგინა, შეუძლებელიაამგვარიშინაარსისპირდაპირიამოკითხვა. ამჩანაწერშიმაჩალიკაშვილებისოჯახისაზრით, რ. მარგოშვილიმისიმძიმესოციალურიმდგომარეობისგათვალისწინებით, სოციალურიდახმარებისშენარჩუნებისმიზნით თბილისში ბინისქირისთანხისჩარიცხვასსხვაადამიანისანგარიშზეითხოვდა.
  5. მთავრობაასევეუთითებს, რომფიქსირდებასატელეფონოსაუბრებითემირლანმაჩალიკაშვილსადააჰმედჩატაევისტერორისტულიდაჯგუფებისწევრებსშორის. კერძოდ, მთავრობაუთითებს, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს, აჰმედჩატაევისდაჯგუფებისწევრისმიერგამოყენებულინომრიდანგანხორციელდაზარითემირლანმაჩალიკაშვილისსახელზერეგისტრირებულნომერზე, რომლისლოკაციაცდაფიქსირდავარკეთილში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთხელ მიუთითა, რომ თემირლანის სახელზე ნომრის რეგისტრაცია თავისთავად არ ადასტურებს მის მიერ ამ ნომრით სარგებლობის ფაქტს. როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილ დათვალიერების ოქმშივეა აღნიშნული, თემირლანის სახელზე რეგისტრირებული ერთ-ერთი ნომრით (დაბოლოებით „-29“) პერიოდულად სარგებლობდნენ სხვადასხვა პირები, რომლებიც  2017 წლის ოქტომბრის პერიოდში შესაძლოა ცხოვრობდნენ ვარკეთილის ტერიტორიაზე.

  • მოსაზრებები, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალდების უკანონო დამძიმებას ახდენს

გარდა იმისა, რომ მთავრობამ დამახინჯებულად წარმოაჩინა თემირლანის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებები, იგი გასცდა ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებსაც კი, რომელიც მოიცავდა მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფების მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებას. კერძოდ, მთავრობას შეცდომაში შეჰყავს სტრასბურგის სასამართლო, როდესაც ახსენებს თემირლანის შესაძლო ჩართულობას ტერორისტული დაჯგუფების წევრებისათვის იარაღის ტრანსპორტირებასა და მიწოდებაში. თუმცა ამგვარ ჩართულობაზე არ მიუთითებს საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება.

  • მაჩალიკაშვილების ოჯახის სამართლებრივი ინტერესების და ბრძოლის არაღიარება მთავრობის მხრიდან

სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებებში, მთავრობა ასევე აშკარად არასწორედ მიუთითებს, რომ განმცხადებლებს სადავოდ არ გაუხდიათ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შედეგები, მაშინ, როდესაც გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში, განმცხადებლები გამუდმებით მოითხოვდნენ გამოძიების მასალებზე წვდომასა და დაცვის უფლების განხორციელებას. მაჩალიკაშვილების ოჯახს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცათ მხოლოდ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, რა დროსაც ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა დამატებითი კითხვების დასმა და შუამდგომლობების დაყენება.

დასკვნა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა არ წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავის საგანს და ეს მსჯელობა არსებითად სცდება მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის ფარგლებს.  სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ საფუძველშივე უადგილო იყო მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე ვრცელი არგუმენტაციის წარმოდგენა და დაცვის სტრატეგიის მეტწილად თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებით აგება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მთავრობის მოსაზრებებში წარდგენილ შეპასუხებაში მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის ეს დაუსაბუთებელი პოზიციები. სწორედ ამიტომ, მთავრობამ კომუნიკაციის საბოლოო ეტაპზე გადაწყვიტა დამატებითი სისხლის სამართლის მასალების, მათ შორის, ზემოთ განხილული ბ.ჩ.-ს ჩვენების წარმოდგენა, რომელიც მანამდე არც ეროვნულ და არც საერთაშორისო დონეზე არ გამოუყენებია. იმ პირობებში, როდესაც არც ერთ ბრალდებულ პირს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და თავად ამ ჩვენების აღების გარემოებები და კონტექსტი კი აშკარად საეჭვო და არასანდოა,  წარმოდგენილი ინფორმაციის სერიოზულობა და დამაჯერებლობას ეჭვის ქვეშ დგება. სამწუხაროდ, ევროპული სასამართლოს პროცედურის შესაბამისად, ჩვენ მთავარობის ბოლო მოსაზრებებზე ჩვენი კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთავრობის ამ უპასუხისმგებლობაზე საზოგადოების ინფორმირება და ჩვენი კრიტიკის წარმოდგენა. 

სამწუხაროდ, ჩადენილი მძიმე დანაშაულის აღიარებისა და ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება პირველივე დღეებიდან ცდილობს მაჩალიკაშვილების ოჯახის დევნასა და დეჰუმანიზებას. ხელისუფლებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს არც ეროვნულ დონეზე მისცა მათი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობისა და მისი უდანაშაულების მტკიცების შესაძლებლობა. სახელმწიფო უწყებებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არასდროს უმოქმედიათ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპით და ეს საქმე ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ხელყოფის ყველაზე მძიმე და სერიოზულ შემთხვევად რჩება. სამწუხაროდ, მთავრობამ შეცდომაში შემყვანი და აშკარად ფაბრიკაციული, სპეკულაციური და არაზუსტი ინფორმაციის გამოყენების სტრატეგია ასევე გამოიყენა ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ცხადია, ჩვენ დარწუნებულები ვართ, რომ ევროპული სასამართლო მთავარობის ამ მოსაზრებებს კრიტიკულ სამართლებრივ შეფასებას მისცემს და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჩვენი დავის საკვანძო არგუმენტებს და პრეტენზიებს გაითვალისწინებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული სახელმწიფოს მოსაზრებებზე წარდგენილი შეპასუხების მიმოხილვა ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/machalikashvili-da-skhvebi-sakartvelos-tsinaaghmdeg-sakmeze-evropul-sasamartloshi-mimdinare-komunikatsiis-mimokhilva-1

[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული დეტალური სამართლებრივი შეფასება თ. მაჩალიკაშვილის წინაააღმდეგ მიმდინარე გამოძიების საქმეზე, ხელმისაწვდომია:  https://emc.org.ge/ka/products/temirlan-machalikashvilis-tsinaaaghmdeg-mimdinare-gamodziebis-kritikuli-shefaseba

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული დეტალური სამართლებრივი შეფასება თ. მაჩალიკაშვილის წინაააღმდეგ მიმდინარე გამოძიების საქმეზე, ხელმისაწვდომია:  https://emc.org.ge/ka/products/temirlan-machalikashvilis-tsinaaaghmdeg-mimdinare-gamodziebis-kritikuli-shefaseba

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“