[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ინფოგრაფიკა

მოვითხოვთ, ბუნებრივი რესურსების ათვისების სამართლიან პოლიტიკას,

მოვითხოვთ, ბუნებრივი რესურსების ათვისების სამართლიან პოლიტიკას, რომელიც საჯარო ინტერესს ემსახურება და ორიენტირებულია თემის განვითარებაზე!

საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას კონსტიტუციითაა აღიარებული. თუმცა, ბოლო პერიოდის წინააღმდეგობებმა ნათლად აჩვენა, რომ პრაქტიკაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა და მათი ინტერესების გათვალისწინება უკიდურესად პრობლემურია, რაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპებს.

წიაღის სექტორში ხარვეზიანია როგორც გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან კომუნიკაციის და მონაწილეობის საკითხი, ისე, უკვე გაცემული ლიცენზიასა სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის სისუსტე.

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ლიცენზიის გაცემის ეტაპზე მოსახლეობის ჩართვის ეფექტურ მექანიზმებს, ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასებას მხოლოდ პროექტების ნაწილი ექვემდებარება (10 ჰექტარზე მეტი ფართობის). ეს კი ნიშნავს იმას, რომ დანარჩენ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კვლევების და საჯარო განხილვების გარეშე.

2018 წლიდან საქართველოში წიაღის სექტორის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობამ, 2019 წელს, წიაღის სექტორის სტრატეგია დაამტკიცა.

დოკუმენტის შემუშავების პროცესი გაუმჭვირვალე იყო და ფართო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი არ ყოფილა.

რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებში იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაც, შესაბამისად, არსებითია, რომ ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას და აქტივისტურ ჯგუფებს მიეცეთ მასში ეფექტური მონაწილეობის შესაძლებლობა.

საქართველოში წიაღისეულის მოპოვება გარემოსდაცვით ზიანთან ერთად, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებს უკავშირდება.

სხვადასხვა რეგიონში წიაღისეულის მოპოვების პრაქტიკა აჩვენებს, რომ რესურსების ათვისება ხშირად არა მხოლოდ აუარესებს ადგილობრივების საცხოვრებელ გარემოს, არამედ უხეშად არღვევს მათი საკუთრების და სათანადო საცხოვრისის უფლებებს, მოპოვებით გამოწვეული სახლების თუ მიწის ნაკვეთების დაზიანების გამო.

გარდა ამისა, მოპოვებაში ჩართული კომპანიები ხშირად უხეშად არღვევენ დასაქმებულების შრომით უფლებებს. მიმდინარე წელს, მაღაროელების გაფიცვამ კარგად აჩვენა, რომ, „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, გადატვირთული გრაფიკით და არასათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ მუშაობა.

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს წიაღისეულის მოპოვებით მიღებული სარგებლის განაწილების მექანიზმებს.

რეგიონებში, სადაც ძვირფას წიაღისეულს მოიპოვებენ, მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს.

მაგალითად, მანგანუმით მდიდარი ჭიათურის მოსახლეობის 35% სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოსგან ყოველთვიურ შემწეობას იღებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“