საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რას აპროტესტებს მოსახლოება ბოლნისის სოფელ მუშევანში და რატომ ეწინააღმდეგება ღია კარიერული წესით აქ წიაღისეულის მოპოვების ახალი კერების გახსნას?
13 სექტემბერს ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხმამაღლა თქვეს, რომ სოფელი წინააღმდეგია, კომპანია RMG GOLD“ და „RMG Copper“-მა მათ სოფელთან 800 მეტრის მოშორებით, კარიერული წესითა და აფეთქებების გზით წიაღისეული მოიპოვოს. ადგილობრვივებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც მათ ქვეყნის პრეზეიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტს მიმართეს.
კომპანია „RMG GOLD“-ს და „RMG Copper“-ს სახელმწიფოსგან გადაცემული აქვს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში 2042 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ლიცენზიები უკვე მოიცავს ასობით ჰექტარ ტერიტორიას, კომპანიას სურს, მოპოვების ახალ კერად ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი აქციოს. კომპანია გეგმავს გამოიყენოს ჯერ კიდევ 2011 წელს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული „მუშევანი 2“-ის ლიცენზია, რომელიც იჯარით აქვს აღებული.
RMG გეგმავს 11 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ათვისებას და ღია კარიერული წესით ოქრო-სპილენძის მოპოვებას, რისთვისაც მან გზშ გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
ინსტრუქცია