საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 მაისს, 18:30 საათზე EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია: "მევახშეობა" - მიზეზები და შედეგები
მომხსენებლები:
მოდერატორი: კოტე ერისთავი - EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი
ვალის გადაუხდელობის გამო, ოჯახების იძულებით გამოსახლება არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისა და მედიის ყურადღების საგანი. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ეს მოვლენები კონკრეტული ოჯახების მძიმე სოციალურ ისტორიებამდე ვიწროვდება და მისი ფართო სტრუქტურული მახასიათებლები საჯარო დღის წესრიგის თუ განხილვების მიღმა რჩება. ამის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკა მიანიშნებს, რომ გამოსახლების და თანმდევი უსახლკარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს ვალის გადაუხდელობა წარმოადგენს, რაც არა თუ ერთეული შემთხვევებია, არამედ მას სისტემური ხასიათი აქვს.
არსებული გარემოებების შესწავლისა და გაანალიზების, ასევე უფრო ფართო სტრუქტურული და პოლიტიკური პროცესების კვლევის მიზნით, EMC-იმ, მკვლევარებთან ერთად მოამზადა კვლევითი დოკუმენტები, რომლებიც სწავლობენ ადამიანთა უსახლკაროდ დარჩენის განმაპირობებელ ისეთ პოლიტიკას, რომელიც დაკავშირებულია ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის, საკრედიტო ბუმის თუ თანმსდევი ჭარბვალიანობის მოვლენებთან, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში არსებულ ფულად-საკრედიტო სისტემის მტაცებლურ ბუნებასთან და მის სოციალურ შედეგებთან.
დისკუსიის ფარგლებში მოხდა კვლევითი დოკუმენტების პრეზენტაცია და მსჯელობა იმაზე, თუ რა სახის მტაცებლური დაკრედიტების სისტემა ჩამოყალიბდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში და როგორი სოციალური თუ ფინანსური შედეგები მოუტანა ამ სისტემამ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.
ანალიტიკური დოკუმენტები:
ღონისძიება გაიმართა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში - "კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა".
ინსტრუქცია