საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და ჩაატარონ გადაუდებელი საპროცესო მოქმედებები.
2025 წლის 11 თებერვლის დილას, დაახლოებით 9 საათზე, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა სოციალ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც მასზე თავდასხმის შემდგომი მომენტია ასახული. გაბიტაშვილი ყვება, რომ მას საკუთარ სახლთან ახლოს თავს დაესხა სამი ნიღბიანი ადამიანი. კადრებში, ლაშა გაბიტაშვილს სახეზე ეტყობა ფიზიკური დაზიანების ხილული ნიშნები. აღსანიშნავია, რომ ლაშა გაბიტაშვილი იანვრის თვეში აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის მონაწილეა, სადაც კრიტიკული პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის გამო, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა და ყოფილი დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს, ვიქტორ სანიკიძე გაბიტაშვილს მიმართავს სიტყვებით: “თბილისში ხომ ჩამოხვალ”, სადაც შესაძლებელია მუქარის შემცველი შინაარსის წაკითხვა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ფაქტი აქტიურ მოქალაქეებზე თავდასხმის პირველ შემთხვევა არ არის. გაბიტაშვილზე ძალადობა აქტივისტებსა და პროტესტში ჩართულ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების უკვე კარგად დამკვიდრებული ტენდენციის გაგრძელებაა. 2024 წელს, ჯერ აპრილის, შემდგომ კი ივნისის თვეში ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა აქტივისტი ნიკო მანაგაძე. 2024 წელს თავს დაესხნენ პოლიტიკოსსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, გიორგი მუმლაძეს. სულ ცოტა ხნის წინ მოტყუებით ავტომობილიდან გადაიყვანეს გორში მცხოვრები აქტივისტი ვახტანგ ფიცხელაური, რომელიც შემგომ გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საგულისხმოა, რომ სამივე მითითებულ შემთხვევაზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს და მას არ გამოუკვეთია ინციდენტებში მონაწილე პირები. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში, მაგალითად, ნიკო მანაგაძის საქმეში დაფიქსირებულია თავდამსხმელთა სახეები, სამართალდამცავ ორგანოებს არ მოუხდენიათ მათი იდენტიფიცირება და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
ე.წ. “ტიტუშკების” მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ასევე ჟურნალისტებ
ძალადობის შემთხვევების დემონსტრაციული შეწყნარება და ეფექტური რეაგირების არარსებობა წარმოშობს შეკითხვებს როგორც მოქალაქეებზე თავდასხმის დამკვეთების, ისე სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ. იმ ფონზე, როდესად შინაგან საქმეთა სამინისტრო რუტინულად აწარმოებს პოტენციური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირებას, მათ შორის, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით და ათასობით ადამიანს გზის გადაკეტვის გამო სასამართლოში იბარებს, როგორც მინიმუმ არასარწმუნოდ გამოიყურება, რომ თავდასხმების ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიუხედავად, პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე ვერ გამოიკვეთა. აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები არ არიან დაინტერესებული აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევების გამოძიებით, რაც, როგორც მინიმუმ, შეიცავს სამსახურებრივი გულგრილობის დანაშაულის ნიშნებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში, ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, “Human Rights Watch”, სპეციალური შეფასებით გამოეხმაურა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებსა და აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ორგანიზაცია მიუთითებს ეფექტიანი გამოძიების საჭიროებაზე, რომელიც გამოკვეთს ინციდენტში მონაწილე პირთა ვინაობას, და ასკვნის, რომ მსგავსი დანაშაულების ჩამდენი პირების დაუსჯელობა შეიცავს მომავალში პოლიტიკური ძალადობის გაგრძელების მკაფიო რისკებს. საგულისხმოა, რომ სწორედ პოლიტიკური ძალადობის შემთხვევების არასათანადო გამოძიების შედეგია აქტივისტებზე განგრძობადი თავდასხმები, რომელშიც მონაწილე პირებსაც, შესაძლოა, მიღებული ჰქონდეთ სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ინსტრუქცია