[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ინფოგრაფიკა

კრიტიკული აზრის დევნა სასამართლოში - მოსამართლე ნინო გიორგაძის საქმის შეფასება

2023 წლის 1 ნოემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლე ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.

ნინო გიორგაძის მიერ 2021 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ გაჟღერებული კრიტიკა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, გახდა ეჭვის საფუძველი, რომ მის უვადოდ დანიშვნაზე უარი მიზნად ისახავდა სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას.

ჩვენ შევისწავლეთ გამოსაცდელ ვადაში ნინო გიორგაძის საქმიანობის მასალები, ასევე იუსტიციის საბჭოს მიერ მისი შეფასებები. შესწავლილი დოკუმენტაცია ცხადად წარმოაჩენს, რომ:

გიორგაძის საქმიანობის შეფასებები დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრულია და თანამდებობაზე მისი უვადოდ არ დანიშვნა, უპირველესად, სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას უკავშირდება;

მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნისა და მათი პერიოდული შეფასების სისტემა - მრავალმხრივ პრობლემურია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს გადატვირთულობის ზოგად პრობლემას ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლისთვის იყენებს.

დოკუმენტს გაეცანით აქ: https://cutt.ly/CerxYFSX

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“