საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
(თარგმანი)
რუსეთი დიდხანს ელოდა და საბოლოოდ, მეოცე საუკუნეში მიიღო კონსტიტუცია. კონსტიტუციის შექმნის მცდელობა ეკატერინე II-ს, ალექსანდრ I-სა და ალექსანდრ II-ს ჰქონდათ. თუმცა, იმის გამო, რომ პოლიტიკური მდგომარეობა უიღბლოდ ეწყობოდა ხოლმე, ეს იდეა ვერ განხორციელდა.[1] მხოლოდ რევოლუციის შემდეგ, 1905 წელს, რუსეთში ჩნდება პირველი ოფიციალური დოკუმენტი (1906 წლის „ძირითადი კანონები“), რომელიც გვაგონებს კონსტიტუციას. თუმცა, მასში საუბარი იყო მონარქის განუსაზღვრელი ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ნიკოლოზ II გააზრებულად გაექცა ტერმინ „კონსტიტუციას“, რათა არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოსდა ის აპირებდა ძირეული სახელმწიფო რეფორმების განხორციელებას.[2] რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი თვლიდა, რომ მისი თვითმპყრობელობის რაიმე ფორმით კონტროლი იყო ღვთის მიერ ბოძებულ უფლებამოსილებებში ჩარევა. მას მიაჩნდა, რომ არ ჰქონდა უფლება თავისი ძალაუფლება გადაენაწილება „დუმისთვის“ ან მინისტრებისთვის.[3] ნიკოლოზ II-ის მაგალითი ამყარებს ფაქტს, რომ რუსული კონსტიტუციური პროექტები არა მხოლოდ იურიდიული ტექსტებია, არამედ მიჰყვება რომელიმე დისკურსულ იდეოლოგიას. ეს იდეოლოგია ტრანსფორმირდება ნარატიულ სტრუქტურაში, რომელსაც გააჩნია გამორჩეული რიტორიკული და ჟანრული სპეციფიკა. ზუსტად რიტორიკა და ჟანრი საზღვრავს „კონსტიტუციური მოთხრობის“ გმირების სიუჟეტსა და კონფიგურაციას. ის საუბრობს მნიშვნელოვან ფასეულობებზე, კეთილდღეობისკენ სწრაფვაზე, აუცილებელ ქცევასა და იდეალურ საზოგადოებაზე.
ქვემოთ მოცემულ აღნიშვნებში, ჩვენ შევეცდებით, ლიტერატურულ ანალიზში (თავისთავად, ესკიზურად და არასრულად) მოვაქციოთ კონსტიტუციის ტექსტები. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელია მათი, როგორც ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვა, რიტორიკული ქმედებები და ჟანრული გამორჩეულობების ანალიზი. სსრკ-ისა და რუსეთის კონსტიტუციების ტექსტების უკან არის გარდამტეხი ფაბულები (master plots), რომელიც პრეამბულებსა და ძირითადი კანონის ცალკე მდგომ მუხლებში იღებს ნარატიულ გაფორმებას. როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ისევე კონსტიტუციის ტექსტში ჩვენ ვაწყდებით დადებით და უარყოფით გმირებს, საშიშ სიტუაციებს, ვიღაცების ან რაღაცების გადარჩენის მცდელობებს, და რა თქმა უნდა, „ჰეფი-ენდის“ დაპირებებს.
ამ კუთხით, კონსტიტუციები წარმოადგენენ არა მხოლოდ ფიქციას, რომელიც ნაწილობრივ ასახავს რეალობას, არამედ დაწვრილებით კონსტრუირებულ ნარატივსაც, რომელსაც შეუძლია ბევრის თქმა თუ როგორი დამოკიდებულებები ჰქონდათ რეალობისადმი მათ ავტორებს. კონსტიტუციის სიმართლე წარმოადგენს მხოლოდ ლიტერატურულ სიმართლეს. ის არამხოლოდ რეალობას ასახავს, არამედ წარმოადგენს რეალობის ავტორისეულ ინტერპრეტაციას.
მეოცე საუკუნეში, რუსეთში მიღებულ იქნა ხუთი კონსტიტუცია. მათგან პირველი ორი - 1918 წლის რევოლუციური და 1924 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია - ქმნის იდეოლოგიურ მთლიანობას. მათ მოჰყვა 1936 წლის სტალინის კონსტიტუცია, 1977 წლის ბრეჟნევის კონსტიტუცია და ბოლოს 1993 წლის ელცინის კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს.[4]
მათი შესწავლისას იბადება ორი კითხვა: რატომ მიმართა სოციალისტური სახელმწიფოს ბაზისის აღნიშვნისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ ბურჟუაზიულ ფორმას - კონსტიტუციას, და რატომ იცვლებოდნენ კონსტიტუციის ტექსტები ასე ხშირად? (შედარებისთვის: აშშ-ის კონსტიტუცია ბაზისის თვალსაზრისით დღემდე 1787 წლის ვერსიის იდენტურია.)
მხოლოდ სამართლებრივი დისკურსის ფარგლებში ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია.[5] სიმპტომურია, რომ უკვე 1918 წელს ლენინი ჩქარობდა კონსტიტუციის შექმნას, რომელიც იქნებოდა დიდი სოციალისტური საზოგადო პროექტის ნორმატიული ვერსია. კონსტიტუციის ნარატიული ძალა მას მოეჩვენა ბევრად უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე მისი ბურჟუაზიული წარმოშობა. კონსტიტუციის ხშირი ცვლილება შეიძლება აიხსნას იმით, რომ საბჭოთა კონსტიტუციური პროექტის ძირითადი ნარატივი სხვადასხვა ეპოქაში ძირეულად იცვლებოდა და მოითხოვდა ჟანრულ და რიტორიკულ კორექტირებას. საყურადღებოა, რომ ყველა საბჭოთა ბელადს არ გამოსდიოდა თავისი ძირითადი მიზნები გარდაექმნა კონსტიტუციური თხრობის ნაწილად. ცნობილია, რომ "დათბობის“ (“оттепель”) დროს, ხრუშოვის მცდელობამ, შეექმნა ახალი კონსტიტუცია, უშედეგოდ ჩაიარა.[6]
სიკეთეს დრამატული ბრძოლა ბოროტებასთანპირველი საბჭოთა კონსტიტუციები - 1918წ. და 1924წ.
1918 წლის და 1924 წლის კონსტიტუციის ხასიათი მთლიანად მოიცავს რევოლუციური ბრძოლის რიტორიკას. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია პრეამბულაში ასახავს თითქმის მანიქეისტულ სამყაროს სურათს:
„საბჭოთა რესპუბლიკების წარმოქმნის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნები გაიყო ორ ბანაკად: კაპიტალიზმის და სოციალიზმის. იქ, კაპიტალიზმის ბანაკში, არის ნაციონალური დაპირისპირება და უთანასწორობა; კოლონიური მონობა და შოვინიზმი, ნაციონალური შევიწროვება და განადგურება, ცხოველური იმპერიალიზმი და ომი. აქ, სოციალიზმის ბანაკში არის ურთიერთნდობა და მშვიდობა, ნაციონალური თავისუფლება და თანასწორობა, მშვიდობიანი თანაცხოვრობა და ხალხების ძმური თანამშრომლობა.” [7]
ცხადია, ამ განცხადების შემდეგ ორ მხარეს შორის ურთიერთობას მშვიდობიანს ვერ დავარქმევთ. 61-ე მუხლი ავალდებულებდა საბჭოთა კავშირს ებრძოლა „პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტრრევოლუციასთან, შპიონაჟთან და ბანდიტიზმთან“. პირველი კონსტიტუციების რიტორიკა პირდაპირ იმეორებდა ლენინის სამოქალაქო ომის დროინდელ რიტორიკას. სუსტი საბჭოთა კავშირისთვის მისი მილიტარისტული სტილ[8] მართლდებოდა იმპერიალისტური ბურჟუაზიის საფრთხით. ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა პარადოქსული არგუმენტაცია, რომელიც შემდეგ სტალინმაც გამოიყენა: ერთი მხრივ, მტერი იმდენად ძლიერია, რომ შესაძლებელია თავდაცვის ყველანაირი საშუალების გამოყენება, მაგრამ მეორე მხრივ, მტერს არ აქვს შანსი გაანადგუროს საბჭოთა ხელისუფლება. ორმაგი პოზიცია ლეგიტიმაციას აძლევდა ხელისუფლების ნებისმიერ გადაყვეტილებას.
ყველაფერთან ერთად, კონსტიტუცია ემსახურებოდა ნარატიულ თვითგამართლებას, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო მოქმედებებს, როგორც ბოროტებასთან ბრძოლის აუცილებელ საშუალებებს. იმისთვის, რომ ექსპლუატატორულ კლასებს წართმეოდათ კონსტიტუციური უფლებები, ლენინი მოხერხებულ რიტორიკულ ხერხს მიმართავდა. მათ არ გაითვალისწინეს ფრანგული რევოლუციური კონსტიტუცია, რომელიც ადამიანის უფლებების დეკლარაციით იწყებოდა. პირველი საბჭოთა კონსტიტუცია ხელმძღვანელობდა „მშრომელებისა და ექპლუატირებული ხალხების დეკლარაციით.“ შესაბამისად, კონსტიტუციისთვის მთავარი სუბიექტი იყო არა ადამიანი ან მოქალაქე, არამედ „მშრომელი“.
ადრესაბჭოურ ეპოქაში, მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ნარატიული ომი წარმოადგენდა დომინირებულ ჟანრს: ორი მოწინააღმდეგე მხარე ებრძვის ერთმანეთს. საბოლოდ, კეთილისმყოფელი იმარჯვებს არა-შემთხვევით, არამედ დიდი სიმართლით და ჭეშმარიტებით.
ეს პარალელი შეიძლება გაფართოვდეს. 1918 წლის კონსტიტუციის ტექსტი შესანიშნავი იყო არისტოტელეს დრამატული პრინციპების რეალიზაციით - გარემოს, დროის და ქმედების ერთიანობით. მეხუთე თავში ვხვდებით დრამატული ქმედების ძირითად შინაარს:
„რუსული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის, შუალედური მომენტისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქალაქისა და სოფლის პროლეტარიატის, ღატაკი გლეხობის დიქტატურის დამყარება: მყარი საბჭოთა ძალაუფლების, ბურჟუაზიის დათგუნვის, ადამიანის ექსპულატაციის შეწყვეტისა და სოციალიზმის აღორძინების სახით, სადაც არ იქნება არც კლასობრივი დაყოფა და არც სახელმწიფოს ძალაუფლება.“[9]
ეს უკანასკნელი ფორმულირება აჩვენებს ყველა საბჭოთა კონსტიტუციის დილემას. მასში სახელმწიფოს არსებობა განიხილება როგორც შუალედური რგოლი. მარქსისტული თეორიის თანახმად, სახელმწიფო უნდა გაუქმდეს როდესაც იქნება შემდეგი, ისტორიული განვითარების ეტაპი. 1918 წლისა და 1924 წლის კონსტიტუციის დრამატული არსი ამართლებს ამ მდგომარეობას. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ჩანს 1924 წლის კონსტიტუციაში, სადაც აღიწერება საშიში სიტუაცია, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოს ემუქრება:
„ყველა ეს გარემოება აუცილებლად მოითხოვს საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებას ერთ საკავშირო სახელმწიფოდ, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს შიდა უსაფრთხოება, საყოფაცხოვრებო კეთილდღეობა და თავისუფლება - ნაციონალური განვითარებისთვის“[10]
1918 და 1924 წლის კონსტიტუციების რიტორიკული გაფორმება მოგვაგონებს ბერძნულ დრამაში მაყურებლის (audience) როლს. ლენინური იმედი, მსოფლიო რევოლუციისადმი და ოქტომბრის გადატრიალების მთელს მსოფლიოზე განხორციელებისადმი, პირველი კონსტიტუციების მკითხველებს ანიჭებდა როლს გამხდარიყვნენ ისტორიული სპექტაკლის მონაწილენი. აიძულებდა მათ შეეგრძნოთ, განეცადათ არისტოტელესეული კათარზისი და ფინალში თავიანთ ქვეყანაში თავად ყოფილიყვნენ რევოლუციის განმხორციელებლები. ლენინი კონსტიტუციას ხედავდა ყველა ჩაგრული ერისათვის გზავნილად, რომელთაც უნდა მიეღოთ საბჭოთა რუსეთის მაგალითი. ლენინმა ასე განუმარტა მისი უპირატესობა ერთ ამერიკელ ჟურნალისტს: „ჩვენ ვთარგმნით და ვუწევთ პროპაგანდას საბჭოთა კონსტიტუციას [...] რომელიც ბევრად მოგვწონს, ვიდრე დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ბურჟუაზიულ-„დემოკრატიული“ კონსტიტუციები“[11]
სიტყვა „საბჭოთა“ იცის ყველამ. საბჭოთა კონსტიტუცია თარგმნილია ყველა ენაზე და მის შესახებ იცის ყველა მშრომელმა. ლენინმა იცის, რომ ეს მშრომელების კონსტიტუცია და მშრომელების პოლიტიკური სისტემაა, რომელიც მოწოდებულია საერთაშორისო კაპიტალზე გამარჯვებისაკენ. მან იცის, რომ ეს არის გამარჯვება საერთაშორისო იმპერიალისტებზე.
განსაკუთრებით საყურადღებოა 1918 წლის კონსტიტუციის 20-23 მუხლების მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ყველა უცხოელს, რომელიც მიკუთვნებულია მუშათა კლასს, აქვს რუსეთის მოქალაქედ გახდომის უფლება.[12] კიდევ უფრო მკაფიოდ არის ყველა ერის გაერთიანების გეგმა გაწერილი 1924 წლის კონსტიტუციაში. „კავშირში შესვლა შესაძლებელია ყველა სოციალისტური, საბჭოთა რესპუბლიკისთვის, როგორც მოქმედისთვის, ასევე მომავალში შექმნილისთვის...„[13] აქ, კონსტიტუციური ქმედების მაყურებლები არიან სხვა ნაციის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ საბჭოთა ექსპერიმენტს.
ჯადოსნური წიგნი ზღაპრული ცხოვრებისთვის1936 წლის სტალინური კონსტიტუცია
1936 წლის სტალინური კონსტიტუცია პირველ რიგში მოწოდებული იყო საბჭოთა მოწყობის წარმატებების დეკლარირებისკენ. „მოკლე კურსში სსრკ-ს ისტორიაში“ მთელი თავი ჰქონდა დათმობილი კონსტიტუციას, სადაც იმავეზე იყო საუბარი:- რევოლუციური ეპოქის პრობლემები დაძლეულია. სოციალიზმის ოქროს ხანა შეუქცევადია.
„ახალ სოციალისტურ ერთობაში სამუდამოდ გაქრა კრიზისი, სიღარიბე, უმუშევრობა, გაღატაკება. საბჭოთა ერთობის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის შეიქმნა პირობები შეძლებული და კულტურული ცხოვრებისთვის. [...] სსრკ-ის ცხოვრების ამ ძირეულმა ცვლილებებმა და გადამწყვეტმა წარმატებებმა ჰპოვეს ასახვა სსრკ-ის ახალ კონსტიტუციაში. ამ სახით მან მიიღო ახალი კონსტიტუცია... კონსტიტუცია სოციალიზმისა და მუშურ-გლეხური დემოკრატიის გამარჯვებებისა!“[14]
ცნობილია, რომ თავად სტალინმა ძირეულად ჩაასწორა “მოკლე კურსი“, ხოლო ტექსტის ცალკეული ნაწილები მისივე დაწერილია.[15] 1936 წლის კონსტიტუცია შედგენილია აგრესიული რიტორიკის გარეშე, რომელიც პროპორციულია „შემქმნელის“ ვერბალური სტილის. ის ნელ-ნელა და სქემატურად უკეთებს ფორმულირებას სოციალისტურ სახელმწიფოს. თვითონ სტალინი, ახალი კონსტიტუციის შესახებ ფიქრობდა:
„ამ სახით, ახალი კონსტიტუცია წარმოადგენს გავლილი გზის დასასრულს... დასასრულს უკვე მიღწეული წარმატებებისა. ის წარმოადგენს უკვე განვლილი და მონაპოვარი საქმეებისა რეგისტრაციას და საკანონმდებლო გამყარებას.“[16]
მშვენიერია, რომ სტალინურ კონსტიტუციას არ ჰქონია პრეამბულა. იგულისხმებოდა, რომ ეს ჩანაწერი არ საჭიროებდა რაიმე სახის გაფრთხილებას. მასში აღწერილ ერთობას თამამად შეეძლო ეამაყა საკუთარი მიღწევებით. სტალინური კონსტიტუცია შეიძლება იქნეს მიკუთვნებული ზღაპართან, სადაც ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს. მასში საბჭოთა ხალხის ცხოვრება ძალიან იდეალისტურად არის დახატული. შრომის ვალდებულებებთან და სამართალთან ერთად, 1936 წლის კონსტიტუცია საბჭოთა ხალხს აძლევდა დასვენების უფლების გარანტირებას. საბჭოთა კავშირის მცხოვრებლები - ახალი კონსტიტუციური ტექსტის მთავარი პროტაგონისტები, აღწერილნი არიან როგორც ბედნიერი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ არა ვალდებულებების გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ ასე უნდათ. ამავდროულად კი, შეუძლიათ დატკბნენ თავისუფალი დროით.
ზღაპრის სივრცე - ეს ჩაკეტილი სივრცეა, რომელსაც არ აქვს კონტაქტი გარე სამყაროსთან. ამიტომაც, 1936 წლის კონსტიტუცია მოუწოდებდა ხალხს, დამდგარიყვნენ ამ ზღაპრული სივრცის დარაჯად და თვალყური ედევნათ, რომ არავის დაეტოვებინა იგი. 125-ე მუხლი არის სტანდარტული სამოქალაქო თავისუფლებების გარანტი - სიტყვის თავისუფლება, ბეჭვდის, შეკრებისა და მიტინგების თავისუფლება, მსვლელობების და დემონსტრაციების. მოქალაქეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ეს უფლებები. თუმცა, მხოლოდ „მშრომელებისა და სოციალისტური წყობის გამყარების მიზნით“. ეს, ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, საშუალებას არ აძლევს ოფიციალურ დისკურსს გასცდეს სტალინურ ზღაპარს.
„სსრკ-ის ყველა მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას სსრკ-ს კონსტიტუცია. შეასრულოს კანონი, დაიცვას შრომის დისციპლინა, პატიოსნად შეასრულოს საზოგადოებრივი ვალი, პატივს სცემდეს სოციალისტურ ერთობას...“[17]
ზღაპრული გმირების მოქმედების რადიუსი შეზღუდულია რეგლამენტითა და ყოველი ადამიანის ქმედებებით. სტალინური ერთობა არის დახურული ერთობა არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ დისკურსული მნიშვნელობითაც. ბედნიერება მასში ისევე მკაცრად რეგლამენტირებულია, როგორც ზღაპარში. ამ კონსტიტუციური ჩარჩოების გარეთ, ადამიანების ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
იმ დროისთვის, ერთ-ერთ წიგნში, მრავალი წიგნიდან, სახელად „ჩვენი უდიდესი სახელმწიფო“ წერია:
„კონსტიტუცია - ეს არის მთავარი კანონი ჩვენი საზოგადო და სახელმწიფო ცხოვრებისთვის. კონსტიტუციის მკაცრად დაცვა უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ძალაუფლებას და აყვავებას, და შესაბამისად, ჩვენი, საბჭოთა მოქალაქეების კეთილდღეობას“[18]
[caption id="attachment_647" align="alignleft" width="270"] თავისუფლების ობელისკი. მოსკოვი[/caption]
კონსტიტუციაზე სტალინის ჯადოქრული გავლენა მატერიალიზდება წიგნის ტიპოგრაფიულ გაფორმებაზეც. პირველი გამოცემის გარეკანზე (frontispiece) გამოსახულია სტალინის პროფილი, რაც გულისხმობს რომ მხოლოდ სტალინია მისი ავტორი და გარანტორი (რეალურად, კონსტიტუცია დაწერა ნიკოლაი ბუხარინმა, რომელიც 1938 წელს დახვრიტეს[19]) თვითონ ტექსტში ნაკლებია სტალინის კატეხიზმური სტილი.[20] მიუხედავას ამისა, კონსტიტუცია დამოწმებულია მისით. დაბეჭდილ ტექსტთან ერთად, რომელიც ჰპირდებოდა ხალხს ზღაპრულ ცხოვრებას და ამავდროულად რჩებოდა ჯადოსნურ გამოცანად, არსებობდა სხვა „უხილავი“ ტექსტიც, რომელიც იდენტიფიცირებული იყო სტალინის ხატთან და გახდა მისი დამსახურებების განსახიერება.
1918 წლის, პირველი კონსტიტუციისგან განსხვავებით, რომლის სახელზეც მოსკოვში, საბჭოთა მოედანზე აღმართული იყო თავისუფლების ობელისკი, სტალინის კონსტიტუციამ სხვა გზა აირჩია თვითმონუმენტალიზაციისთვის. 1936 წლის კონსტიტუციის სული უფრო სპირიტუალიზებული იყო, ვიდრე განივთებული. ის თითქოს მიმოფანტული იყო იდეოლოგიის ჰაერში, პრეტენზიას აცხადებდა უფრო დიდ ძალაუფლებაზე, ვიდრე ძალაზე, რომელიც უკვდავყოფილი იქნებოდა ბრინჯაოს სახელით.
სსრკ-ის (გამოქვეყნებული აგრეთვე სხვა ქვეყნებში: საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიაში, პოლონეთში, იუგოსლავიაში, ჩინეთში, შვედეთში, დანიაში) ოცი წლისთავისთვის მიძღვნილი ალბომის ერთ-ერთ ფოტოში სტალინური კონსტიტუციის ბეჭდური ტექსტი პირდაპირ ასოცირდება ახალგაზრდობასთან, მაშინ როდესაც წინა, 1918 წლის ლენინური კონსტიტუცია თითქოს სამკვდროდ გააქვავეს ობელისკში.
კონსტიტუციის სული უკვდავია. მას არ სჭირდება კონსერვაცია ისეთი მედიუმის დახმარებით, როგორიცაა წერილი. ამ კუთხით, ხელისუფლების მოქმედებები იყო სრულებით თანმიმდევრული. 1941 წელს, კონსტიტუციის ძველი ობელისკი, თავისუფლების ქანდაკებასთან ერთად დაანგრიეს. თავისუფლება არ წარმოადგენდა ცენტრალურ ფასეულობას კონსტიტუციურ ზღაპარში. საბჭოთა მოქალაქეების ბედნიერების გზა მკაფიოდ იქნა გაწერილი ძირითად კანონში.
1930-იან წლებში, გამომგონებლობით ხელოვნებასაც არ ჩაუვლია ზღაპრული ბედნიერების თემის მოშორებით. განსაკუთრებული სემანტიკური სტრუქტურა გააჩნია ელ ლისიცკის ფოტო-მონტაჟს, გამოცემული ჟურნალით დაკომპლექტებულ მთელ ციკლს “USSR in construction” (1937)[21] რომელიც მიეძღვნა კონსტიტუციის მიღებას. თვითონ ფაქტი, რომ კონსტიტუცია იკვებება ილუსტრირებული მასალებით და მისი შიგთავსი ხდება ილუსტირებული წიგნის შექმნის მიზეზი, აჩვენებს კონსტიტუციის მდგომარეობას საზოგადოებრივ დისკურსში. კონსტიტუციას უნდა გამოეწვია გაკვირვება, როგორც ზღაპარს. ლისიცკი ამთავრებს თავის პრიმიტიულ, იაფფასიან ციკლს საზოგადო დღესასწაულის სურათით: „სტალინური კონსტიტუცია - საბჭოთა ხალხის ბედნიერება.“[22]ასევე, მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ ფოტომონტაჟი: ახალგაზრდა ადამიანები ძველ კონსტიტუციას ადარებენ ახალს (1937 წლისას).[23]
სტალინური კონსტიტუცია 40 წელი მოქმედებდა. უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა კონსტიტუციები რუსეთის ისტორიაში. 1977 წელს იგი შეცვალა ახალმა, ბრეჟნევისეულმა კონსტიტუციამ. როგორც წინათ, ისევე ამ დროსაც კონსტიტუციის შეცვლა დაუკავშირდა ახალი ისტორიული ეტაპის ოფიციალურად გამოცხადებას. სსრკ სამოცწლიანი არსებობის შემდეგ, იდეოლოგიურად შევიდა „განვითარებული სოციალიზმის“ სტადიაში.
1977 წლის, ახალი კონსტიტუცია შენდებოდა ისტორიის მარქსისტულ-ლენინური გაგების მაგალითით: ოქტომბრის რევოლუციამ ხალხი გაანთავისუფლა კაპიტალისტური შევიწროებისგან. სსსკ არის კომუნიზმის გზაზე და მიაღწია სოციალიზმის საზღვარს.
წინა ტექსტისგან განსხვავებით, ახალ კონსტიტუციას ჰქონდა პრეამბულა, რომელიც აშკარად დაწერილია ისტორიოსოფიული პათოსით.
„სამამულო ომში გამარჯვების მოპოვებით, იმპერიალისტური ინტერვენციის მოგერიებით, საბჭოთა ხელისუფლებამ განახორციელა სიღრმისეული სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნა. სამუდამოდ შეწყდა ადამიანის მიერ ადამიანის ექსპულატაცია, კლასობრივი ანტაგონიზმი და ნაციონალური დაპირისპირება. საბჭოთა რესპუბლიკების საბჭოთა კავშირში გაერთიანებამ ძალები გაამრავლა და ქვეყნებისთვის წარმოშვა სოციალიზმის მშენებლობის საშუალება. დამტკიცდა საზოგადოებრივი საკუთრება წარმოების საშუალებებზე და ნამდვილი დემოკრატია მშრომელი მასებისთვის. პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეიქმნა სოციალისტური საზოგადოება“[24]
1970-იან წლებში ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს ესმოდა, რომ სოციალისტურ მოწყობას არ შეეძლო დაეკმაყოფილებინა ელემენტალური სამომხმარებლო მოთხოვნებიც კი. ამ კუთხით, ახალი კონსტიტუცია საკმაოდ ფიქციური და კვაზირელიგიური იყო. მას არ ჰქონდა საერთო რეალობასთან. ამ ტექსტში საბჭოთა საზოგადოება ისწრაფვის დედამიწაზე სამოთხის შექმნისკენ. ისტორია იწყებს დინებას არა თვითნებურად, არამედ კომუნისტური პარტიის ზებუნებრივი შესაძლებლობებით.
მაშინდელი ერთ-ერთი ლიტერატურული ნაწარმოების მაგალითი ყველაზე კარგად ხსნის 1977 წლის კონსტიტუციის რიტორიკულ მიღებას. ყველაფერი, რაც ამ ტექსტთან არის კავშირში, თვით ავტორის ფიგურაც კი, არის ფიქცია. საუბარია, ე.წ. მემუარულ ტრილოგიაზე ლეონიდ ბრეჟნევის - „ცკ“-ს შეუცვლელი გენერალური მდივნის შესახებ. ეს არის ბიოგრაფიული ეპოპეა, რომელიც აღწერს ბრეჟნევის დამსახურებებს მეორე მსოფლიო ომის დროს - უკრაინაში ფოლადის ქარხნების მშენებლობისას და ყაზახეთში სოფლის მეურნეობის რეორგანიზაციისას.
ძალიან მალევე გავრცელდა ჭორები, რომ ბრეჟნევი არ იყო ნაწარმოების ავტორი.[25] ასე რომ, ლოგიკის ჟანრის მიხედვით, ბრეჟნევი როგორც ლიტერატურული ნაწარმოებების გმირი და ბრეჟნევი - როგორც ავტორი, ქმნიან ორმაგ ფიქციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროტაგონისტის პასიურობა. ბრეჟნევი - ლიტერატურული გმირი, არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ მისი მიღწევები პარტიამ წაახალისა და აკეთებდა მის ინსტრუქტაჟს; რომ იგი მუშაობდა მხოლოდ პარტიისთვის. პარტია ყველა დოკუმენტში წარმოდგენილია, როგორც მთავარი მამოძრავებელი საწყისი. თვით მისი არსებობა უთანაბდრდება ღმერთის განგებას.
რეტროსპექტივაში, ლეონიდ ბრეჟნევის ცხოვრების ზოგიერთი „სასწაული“ კომიკურადაც ჩანს. ხელახლა აშენებულ ფოლადის ქარხანაში, ღამის ცვლის დაწესება მოხდა ყველგანმხედველი პარტიის ჩარევის წყალობით:
„მახსოვს მივიღეთ ორ სმენაზე გადასვლის გადაწყვეტილება. ეს გვაძლევდა საშუალებას დაგვეჩქარებინა მშენებლობის ტემპები და გეგმა შეგვესრულებინა. ცხადია, საღამოს, განათების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. ნათურების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მე მივმართე წერილთ ცეკას, ჟდანოვს. განვუმარტე მდგომარეობა და ვთხოვე დამხმარებოდა სამიათასი ნათურთით. არ გასულა 3 დღეც, როცა ჩვენ არამხოლოდ დასტური მივიღეთ, არამედ ნათურებიც. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი ყურადღებით ეკიდებოდა ცეკა თითოეულ და ხანდახან უმნიშვნელო თხოვნას, რომელიც ეხებოდა ინსდუსტრიული გიგანტის განახლებას.“[26]
ნათურების მიღებაზე აქცენტირება მეტყველებს იმაზე, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა იშვიათად მოხდებოდა. ბრეჟნევი მოქმედებს, რადგაც იცის, რომ პარტია მას ხედავს. ხანდახან კონსტიტუცია პირდაპირ გვაგონებს ბიბლიურ ნარატივს. როგორც „ძველი აღთქმის“ ღმერთი ჩნდება დაუწველ მაყვლის ბუჩქში (მოსესთან გამოცხადება), ასევე მალულად ფიგურირებს სტალინი ბრეჟნევისეულ ტრილოგიაში. მისი ხმა ისმის ჯადოქრული ტელეფონის სადენების წყალობით. ის მიმართავს მხოლოდ რჩეულებს - ეს არის საბჭოთა ჰაგიოგრაფიის მუდმივი მოტივი. წმინდა წერილი - „პრავდა“ მყარდება ზეპირი სიტყვით. ტრილოგიაში, სტალინი ჩანს როგორც შემწყალებელი და ამავდროულად დამსჯელი ღმერთი, რომლის მიმართაც მორწმუნეები მოწიწებულნი უნდა ყოფილიყვნენ[27]
როგორც ბრეჟნევის ტრილოგია, ისევე მის მიერ შექმნილი კონსტიტუცია ემყარება წმინდა რწმენას, რომელიც მაშინვე განსაზღვავს ნათელი მომავლის კონტურებს. კონსტიტუცია და მემუარული ტრილოგია ფიქციაა, რომელიც არ არის კავშირში რეალობასთან. მას, როგორც მომხიბლველ კონსტრუქციებს, მკითხველი მიყავს ფსევდორელიგიური სიმშვიდისკენ, რომელიც პირდება გადარჩენას. კონსტიტუციური მოთხრობის სტილი უახლოვდება ბიბლიურს. წიგნში ხაზი ესმევა კონსტიტუციის ენის უბრალოებას, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს სინას მთაზე ქადაგებას:
„სტრუქტურის ლოგიკურობა, ფორმულირების მკაფიოობა, სამართლებრივი ნორმების ენობრივი მისაწვდომობა - არის 1977 წლის, სსრკ-ის კონსტიტუციის გამორჩეული თვისებები“.[28]
1993 წლის მოქმედი კონსტიტუცია:საბჭოთა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების კონცეპტუალური პერფორმანსი
1991 წელს, რუსული საზოგადოებისა და კულტურისთვის სსრკ-ის დაშლა იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი. თუმცა, არ შეიძლება იმ მრავალრიცხვოვანი მოვლენების დავიწყება, რომელიც აკავშირებდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დროს. საბჭოთა კავშირის ნაბიჯ-ნაბიჯ დაშლას, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო, თან ახლავს ბრეჟნევისეული კონსტიტუციის ტექსტუალური დაშლა. 1988 წელს მიღებული იყო მრავალი ცვლილება, რომელიც აღარ თვალისწინებდა პარტიის წამყვან როლს და მისი წევრების პრივილეგიებს. ის გარანტირებდა კერძო საკუთრებას და სსრკ-ის სახალხო დეპუტატების ყრილობას. შექმნეს პრეზიდენტის პოსტი. სახელმწიფო სტრუქტურა კი, გახდა ფედერალური. ყველა ეს ცვლილება თავისთავად წარმოადგენდა კოსმეტიკურ საშუალებას, რომელსაც აღარ შეეძლო საბჭოთა სისტემის დაშლის აცილება.
საბჭოთა კონსტიტუციის უკანასკნელმა ტექსტმა დაკარგა საკუთარი ავტორიტეტი, კომპარტიის ავტორიტეტთან ერთად. ასე რომ, ბორის ელცინის პირველი მიზანი 1990-იან წლებში გახდა ახალი კონსტიტუციის შექმნა. ახალ ტექსტს გამოყვა ძველი მოთხოვნები - ის იყო მოწოდებული განეხორციელებინა ახალი რეალობა: რუსეთის ფედერაციას არ უნდა გაეზიარებინა სსრკ-ის ბედი. სახელისუფლებო დონეზე უზრუნველყოფილი იყო დემოკრატული სტრუქტურის შექმნა, რათა აცილებული ყოფილიყო ტოტალიტალური რეციდივი. 1958 წელს მიღებული და დღემდე მოქმედი შარლ დე გოლის, საფრანგეთის კონსტიტუცია გახდა ამის შესაბამისი საფუძველი. როგორც ფრანგული, ისევე რუსული კონსტიტუცია პრეზიდენტს აკისრებს დიდ უფლებამოსილებებს.[29]
ტექსტის ლიტერატურული წაკითხვა აჩვენებს კონსტიტუციის სისუსტეს. უკვე პრეამბულაში ვხვდებით ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებებს. ტექსტის მთლიანობა უზრუნველყოფილია პათოსის დამსახურებით:
„ჩვენ, რუსეთის ფედერაცის მრავალენოვანი ერი, შეკავშირებული ერთი ბედით საკუთარ მიწაზე, ვადასტურებთ რა ადამიანის უფლებას და თავისუფლებას, სამოქალაქო მშვიდობას და შეთანხმებას, ვინარჩუნებთ რა ისტორიულად მოსულ სახელმწიფო ერთიანობას, თანასწორობისა და თვითგამორკვევის საყოველთაო პრინციპებიდან გამომდინარე, წინაპრების ხსოვნის პატივით, რომელთაც გადმოგვცეს სიყვარული და პატივისცემა სამშბლოსადმი, რწმენა, სიკეთე და სამართლიანობა, რუსეთის სუვერენული სახელმწიფოს აღდგენით და დემოკრატიული არსის უცვლელობის მტკიცებით, რუსეთის კეთილდღეობის და აყვავების მისწრაფებით, სამშობლოს, ახლანდელი და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობით, მსოფლიო საზოგადოების წევრად ყოფნის გააზრებით, ვიღებთ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას“ [30]
ამ პრეამბულის მიმართ მეტი კითხვაა, ვიდე პასუხი: რა არის რუსეთის ფედერაციის, მრავალნაციონალური ერის საერთო მნიშვნელი? - ერთ ტერიტორიაზე ურთიერთთანაცხოვრებ??
ინსტრუქცია