საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. განაცხადის თანახმად EMC კონვენციის მე-3 (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე დავობს.
2014 წლის სექტემბრიდან, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და რელიგიური ნიშნით დევნის გამო, მუსლიმი თემი დღემდე ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას. დისკრიმინაციული დევნის შესახებ ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც, თუმცა, მას თემის დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მიუხედავად ამისა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, შსს-ს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა არ დაადგინა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ საქმეზე მდგომარეობა არც მას შემეგ შეცვლილა, რაც შსს-ს სისტემაში შექმნაადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც დისკრიმინაციული დანაშაულების პრევენციის მიმართულებით მუშაობს.
სახელმწიფომ ასევე ვერ უზრუნველყო:
ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანო - შპს „ქობულეთის წყალი“ დღემდე არ ასრულებს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, მას უნდა აღმოეფხვრა მუსლიმი თემის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფაქტები. შესაბამისად, ამ დრომდე, პანსიონატის შენობა წყალარინების სისტემაზე დაერთებული არ არის.[1]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებს დღემდე არ ეძლევათ პანსიონატის შენობით სარგებლობისა და სასწავლო პროცესის ჩატარების საშუალება.
გარდა ამისა, სახელმწიფოს არ გამოუყენებია რელიგიური კონფლიქტის გადაწყვეტის პოლიტიკური და სათემო დიალოგზე დაფუძნებული მექანიზმები. ხელისუფლების ამგვარი მიდგომა არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებისა და საჭიროებების იგნორირების გამოვლინებაა და არ შეესაბამება დემოკრატიული და ინკლუზიური სახელმწიფოს იდეას. იმისთვის, რომ მხარეებმა არ დაკარგონ სამართლიანობის განცდა, რელიგიური შინაარსის სათემო კონფლიქტების დროს, აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს დროული და ადეკვატური რეაგირება სამწუხაროდ, ქობულეთის პანსიონატის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გამოვლენილი ისლამოფობიის სიმძიმის მიუხედავად, სახელმწიფომ კონფლიქტების მართვისა და სამართლიანი გადაწყვეტის ვალდებულება ვერ შეასრულა. შესაბამისად, არ გასწია სათანადო ძალისხმევა მუსლიმი თემის უფლებების აღდგენისა და სოციალური ცვლილებებისთვის.
რელიგიური უმცირესობების დაცვის კუთხით სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა კრიტიკულად შეფასდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ: (რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისია[2], ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი,[3] ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი,[4] გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი,[5] ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE),[6] ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგი)[7]
[1] რეკომენდაცია ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/uploads/other/3/3908.pdf
[2] ანგარიში ხელმისაწვდომია: https://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-ENG.pdf
[3] მოსაზრება ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=0900001680590fb5
[4] მოსაზრება ხელმისაწვდომია: https://wcd.coe.int/com.instranet.InstraServlet?command=com.instranet.CmdBlobGet&InstranetImage=2903587&SecMode=1&DocId=2367686&Usage=2
[5] ანგარიში ხელმისაწვდომია: http://www.state.gov/j/drl/rls/irf/religiousfreedom/index.htm?year=2015&dlid=256191#wrapper
[6] ანგარიში ხელმისაწვდომია: http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=21275&lang=en
[7] მოსაზრება ხელმისაწვდომია: http://gov.ge/files/38298_38298_595238_georgia_in_transition-hammarberg1.pdf
ინსტრუქცია