საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,
კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის მიმართვა
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
მოგმართავთ 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის № 623 დადგენილების თანახმად, შეიქმნა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისია, რომლის მიზანსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევა და საქართველოს მთავრობისათვის მათი წარდგენა წარმოადგენდა.
კოალიციის მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა მომხდარიყო კომისიის მიერ, რისი ვალდებულება სახელმწიფოს საკანონმდებლო დონეზე არ გააჩნია.
ინციატივა კოალიციის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მთავრობის პოზიცია, რომ ხელისუფლება აპირებდა გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესით, კანდიდატის მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით, შერჩევას. ამგვარი გამოცდილება საქართველოში მანამდე არ ყოფილა, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტი გახლდათ.
როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, კოალიციის წარმომადგენელმა, როგორც წევრმა, მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მუშაობაში.
კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას, რატომაც მიგვაჩნია რომ ფაქტობრივად აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და ამ მნიშვნელოვან ინიციატივას შინაარსი გამოეცალა.
ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა ის ფაქტი, რომ საუკეთესო ქულების მქონე 5 კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები, მაშინ, როცა მის შემადგენლობაში მოხვდა კანდიდატი, ვინც კომისიის შემადგენლობაში შემავალი არასახელისუფლებო პირების (სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კოალიციის წარმომადგენელი) მხრიდან უკიდურესად დაბალი შეფასებები დაიმსახურა.
კოალიცია, როგორც კომისიის წევრი მნიშვნელოვნად თვლის ხსენებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც თქვენთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.
ამავდროულად კოალიციას საჭიროდ მიაჩნია, გარდა ზემოხსენებულისა, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრებები იმ საჭიროებების, ხარვეზებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, რომელიც პროცედურული თვალსაზრისით თან ახლდა ხსენებულ კონკურსს:
კონკურსის წესით კანდიდატთა შერჩევა
კოალიციას მიაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის ორგანიზება როგორც ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის დროს, ასევე სხვა საერთაშორისო საექსპერტო თუ კვაზისასამართლო ორგანოებში წარმომადგენელთა შერჩევის დროსაც, მაშინ როდესაც საქართველოსთვის გათვალისწინებულია შესაბამისი ქვოტა. იმედი გვაქვს, მთავრობა განიხილავს ამ შესაძლებლობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
კომისიის საქმიანობის რეგულირება:
კომისიის შემადგენლობა:
კომისიის ფუნქციონირების საკითხები, რომლებიც რეგულირებას საჭიროებს:
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა საკითხის განხილვის დროს მხედველობაში მიიღებს კოალიციის მიერ პროცესში უშუალო ჩართულობის შედეგად დაფიქსირებულ და ამ მიმართვაში აღწერილ მნსვნელოვან გარემოებებს.
აქვე გაცნობებთ, რომ კოალიცია აღნიშნულ მიმართვას მედიის მეშვეობით გააცნობს დაინტერესებულ საზოგადოებას.
პატივისცემით,
ანა ნაცვლიშვილი
კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის თავმჯდომარე
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის წევრი
ინსტრუქცია