[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ლგბტი უფლებები / განცხადება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტორს მიმართავს

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება 2019 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებთან გამართული შეხვედრის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ორგანიზატორთა “მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია” და “ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესალებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის”. “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორთა განმარტებით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ შესთავაზეს შეკრება “დახურულ სივრცეში, რაშიც საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა”.

გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მოიცავს მშვიდობიან შეკრებას და მანიფესტაციას საჯარო სივრცეში და მონაწილე პირთა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დროულად და ადეკვატურად უზრუნველყოს შესაძლო ძალადობისგან სათანადო დაცვა.

კოალიცია ვერ გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომ “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორთა გამოხატვის თავისუფლებით უზრუნველყოფას წარმოადგენს შეკრების უფლებით სარგებლობა დახურულ სივრცეში. “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორთა განმარტებით, ღირსების მარში, რომელიც დაგეგმილია კვირეულის ფარგლებში წარმოადგენს მანიფესტაციას, რაც გულისხმობს “მოქალაქეთა დემონსტრაციას, მასობრივ საჯარო გამოსვლას, ქუჩაში მსვლელობას სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობას პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით”.[1] შიდასახელმწიფოებრივ სახელისუფლებო ორგანოებს მშვიდობიანი დემონსტრაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არჩევისას აქვთ შეფასების გარკვეული დისკრეცია, თუმცა ეს არ უნდა გამოიხატოს მანიფესტაციის ჩატარების ხელშეშლასა და აკრძალვაში.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ერთგვაროვანია. პრეცედენტულ საქმეში Alekseyev v. Russia, სასამართლო აღნიშნავს, რომ „დემონსტრაციისას ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაძაბულობისა და სიძულვილის წარმოშობის ყოველი შესაძლებლობა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს რომ წარმოადგენდეს, საზოგადოება მოკლებული იქნებოდა განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში უმრავლესობის აზრთან“[2]. სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ უნდა დააფუძნოს „მორალის“ არგუმენტებს, არამედ პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების სრულ რეალიზაციას, ისეთ შემთხვევაშიც კი თუ გამოხატვის შინაარსი სადავოა და უმრავლესობის მიერ ნეგატიურად აღქმული.[3]

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები მუდმივად მიუთითებენ, რომ სახელმწიფო არ აღიარებს ჰომო/ბი/ტრანსფობიას, როგორც სისტემურ პრობლემას და არ ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას მის აღმოსაფხვრელად. ამ ფონზე შემაშფოთებლად იზრდება ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრა მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფების მობილიზება საჯარო თუ ონლაინ სივრცეში. ქვეყანაში ჰომო/ბი/ტრანსფობიის მაღალი დონის გათვალისწინებით,ლგბტქი თემის ნაწილი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე უარს ამბობს 17 მაისის (IDAHOT) საჯარო სივრცეში მანიფესტაციის ფორმით აღნიშვნაზე და ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციის დაცვის ერთჯერადი აქტებით სახელმწიფო მხოლოდ ფასადურად ნიღბავს ფუნდამენტურ პრობლემებს, რომლებსაც ლგბტქი ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ყოველდღიურად აწყდებიან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ და მასში შემავალი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უპირობოდ უზრუნველყოს “თბილისის პრაიდის” კვირეულში დაგეგმილი ღირსების მარშის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა საჯარო სივრცეში;
  • მიიღოს ადეკვატური ზომები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად.

საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას:

  • საჯარო განცხადებებით ხელი შეუწყონ თანასწორობის იდეის განუხრელ დაცვას და დაგმონ ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობა, დისკრიმინაცია და გამოხატვა, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ნებისმიერი არაკანონიერი ჩარევა.
  • ხელი შეუწყოს სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების დეპოლიტიზებას და მის ადამიანის უფლებათა ჭრილში განხილვას;
  • საზოგადოებაში სოლიდარობისა და თანასწორობის იდეების გაძლიერების მიზნით, უზრუნველყოს საგანმანათლებლო პოლიტიკის ცვლილება და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება ინტერსექტორული მიდგომითა და მულტიდისციპლინარული ხედვით.

“კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა.

კოალიციის წევრები არიან:

  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • კავშირი საფარი;
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

[1] საქართველოს კანონი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, მუხლი 3 (ბ).

[2] ECHR, Case of Alekseyev V. Russia, (Applications nos. 4916/07, 25924/08 and 14599/09), 21 October 2010, პარა. 77, იხ: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-101257

[3] იქვე; ასევე იხილეთ, Bączkowski and Others v. Poland, Application No. 1543/06, judgment of 3 May 2007, იხ: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-80464

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“