საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2018 წლის 2 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმამ ‘კოალიცია თანასწორობისთვის’, საქართველოს პარლამენტს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, გაუგზავნა ვრცელი დასაბუთება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.
კოალიციის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა სრულად უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ცალსახა საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს ის ფაქტი, რომ მას ადამიანის უფლებებზე მომუშავე კომიტეტი და მისი თავჯდომარე მხარს უჭერენ. ეს მაშინ, როცა კომიტეტი თავად უნდა იყოს კანონის პროექტის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან უზრუნველყოფის გარანტი, ადამიანის უფლებების, თანასწორობის დაცვის მნიშვნელოვანი რესურსი და მხარდამჭერი პარლამენტში.
კოალიციის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და მას საჯარო დებატების დაუშვებელ შეზღუდვად მიიჩნევს. ევროპის სასამართლო უთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, დარჩეს ნეიტრალური და მიუკერძოებელი რელიგიებისა თუ ნებისმიერი რწმენის მიმართ, რაც სახელმწიფოში პლურალიზმის შენარჩუნებას ემსახურება. გამოხატვის თავისუფლების დაცვის მითითებულ სტანდარტს ასევე აღიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ვენეციის კომისია და გამოხატვის თავისუფლებაზე მომუშავე ავტორიტეტული საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
კოალიცია უთითებს, რომ აღნიშნული ინიციატივის გამართლება სოციალური ან/და სამართლებრივი საჭიროებით ასევე საფუძველს მოკლებულია, რადგან მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, ისედაც არსებობს ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების რელიგიური სიძულვილისგან და ძალადობისგან დაცვის გარანტიები. მათ შორის, საქართველოს გააჩნია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი, რომელიც კერძო და საჯარო ურთიერთობების ფართე სპექტრში დისკრიმინაციის საქმეებზე რეაგირების სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს. ამდენად, რეალურად პრობლემას წარმოადგენს არა სამართლებრივი მოწესრიგებისა და მექანიზმების არარსებობა, არამედ სამართლდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს სისტემის ეფექტიანი და თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის სისუსტე.
კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ რელიგიურ ჯგუფებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა არსებითად შესაძლებელი რელიგიურად ნეიტრალური სამართლებრივი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებშია, სადაც ადამიანის და სოციალური ჯგუფების უფლებების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპები განუხრელად არის დაცული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს
ვრცელი მიმოხილვა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში ⇓
ინსტრუქცია