[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სოციალური სამართლიანობა / განცხადება

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ ტრაგედიას

ფოტო: რადიო თავისუფლება, დათო ქორიძე

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სანატორიუმი "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს და 16 იანვარს ადგილზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია.

სანატორიუმი ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტი მედია და პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით 16 იანვარს დადგა, როცა 52 წლის დევნილმა კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად ადგილზე თავი მოიკლა.

უკვე რამდენიმე წელია სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილები აპროტესტებენ აქ არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებს. შენობაში ამ დროისთვის 140-150 ოჯახი სახლობს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ. დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.

დევნილების თქმით, ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების და წუხილის გამო, დღესაც შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები, მთელ დღეს კორპუსის გვერდით მდებარე დარბაზში ატარებს. მათი ნაწილი ღამითაც კი ამ სივრცეში რჩება, რომელიც მხოლოდ ერთი შეშის ღუმელით თბება.

ბოლო კვირებში დევნილებს ჰქონდათ მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მათ განსახლებაზე, თუმცა წარმოდგენილი პირობები მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მოლაპარაკებების დროს ხელისუფლება დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ალტერნატიულ გზას სთავაზობდა: 1. საკუთარი რესურსით ბინის მოძიება თბილისში, რომლის შესყიდვასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა. 2. ქირის თანხის მიღება და ქირით ცხოვრება მანამ სანამ სახელმწიფო მათთვის შესყიდული ბინების მშენებლობას დაასრულებდა. დევნილები ჩვენთან განმარტავენ, რომ შემოთავაზებული პირველი პირობა მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფო მათ უკვე ექსპლოატაციაში შესული ბინების წინასწარ შესყიდვას სთხოვდა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული თანხა (1. კვ.მ ფართზე 550 დოლარის ოდენობით) ამ მდგომარეობის ბინების შესაძენად, არასაკმარისი იყო. მეორე ალტერნატივის მიმართ კი დევნილებს უნდობლობა ჰქონდათ, რადგან მათი თქმით, სახელმწიფომ არ მისცა სამართლებრივი გარანტიები, რომ ბინის ქირას საკმარისი პერიოდით მიიღებდნენ. ამასთან, 300 ლარად ბინის ქირით მოძიება, (ბაზარზე არსებული ინფლაციის გათვალისწინებით) მათთვის რთული იქნებოდა. მით უფრო, რომ დევნილებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არ გაუზიარებია ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ახალი საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას უახლოეს მომავალში დაადასტურებდა. ამ პირობებში დევნილები სახელმწიფოს ბინის დაუყოვნებლივ შეძენას და გადაცემას სთხოვდნენ.

ეს ვალდებულება სახელმწიფომ თავის დროზე საკუთარ თავზე არ აიღო. მხოლოდ გუშინ, როცა ადგილზე უმძიმესი ტრაგედია მოხდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებს ახალ საცხოვრებელი ფართებით უპირობოდ 2022 წლისთვის უზრუნველყოფს.

ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარი პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო და გამოძიებამდე ის არ უნდა დაკავშირებოდა დევნილების პრობლემას. მინისტრის განცხადების საპირისპიროდ, ბატონი ზურაბის მეზობლები ჩვენთან განმარტავენ, რომ გარდაცვლილი აქტიურად იყო ჩართული მათ პროტესტში და მონაწილეობას იღებდა პროტესტის დაგეგმვაში და ბოლო დღეებში მათთან საუბარში რამდენჯერმე ახსენა, რომ თავს თუ მოიკლავდა მხოლოდ ასე შეძლებდა მათ წუხილებზე ყურადღების შექმნას.

ცხადია, რომ მოლაპარაკებების დროს სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შეთავაზებები ადეკვატური არ იყო და ისედაც სოციალურად მოწყვლად ჯგუფს საცხოვრებელთან, როგორც სოციალური დაცვის საბაზისო პირობასთან, დაკავშირებული მკაფიო და მყარი გარანტიების გარეშე, სოციალურ განუსაზღვრელობაში ტოვებდა. სახელმწიფოს მიერ გამართული მოლაპარაკებები დევნილებისთვის ნდობის შემქმნელი პროცესი არ იყო, რადგან ის მაღალ დონეზე არ წარიმართა და წლების განმავლობაში შექმნილი სოციალური უიმედობის ფონზე, საკმარისად დამზღვევ პირობებს არ შეიცავდა. ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალება სოციალური ფრუსტრაციის და კრიზისის ყველაზე მძიმე გამოხატულება ჩანს და ის დევნილების საკითხების მიმართ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაციის წინაპირობა უნდა გახდეს.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტიდან თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა იძულებით გადაადგილებული პირების ნახევარიც კი სახელმწიფომ არ უზრუნველყო საცხოვრებლით. 2020 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 288 146 დევნილი პირი და 91 023 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. 2020 წლისთვის სახელმწიფოს 42 370 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 40 131 ოჯახს დადგენილი წესით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და განსახლების მოლოდინშია.

ამასთან, დევნილების დიდი უმრავლესობა დღესაც არაადამიანურ პირობებში, საერთო საცხოვრებლებში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გააქტიურდა ნგრევადი ობიექტებიდან ოჯახების განსახლების პროცესი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია. ექსპერტიზის მიერ შეფასებული 90 ობიექტიდან, 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. დანარჩენი 19 დევნილების კერძო საკუთრებაშია, რის შემოწმებასაც სააგენტო აღარ ახორციელებს.[1]გარდა ამისა, სახელმწიფო პროაქტიულად არ ამოწმებს შენობების მდგრადობას და ექსპერტული შემოწმება მხოლოდ დევნილთა მიმართვიანობის საფუძველზე ხდება.

დევნილები ჩვენი მოსახლეობის 7 % შეადგენენ, თუმცა მათი ინტერესები, წუხილები და საჭიროებები პოლიტიკურად სათანადოდ რეპრეზენტირებული არ არის. 2018 წელს ხელისუფლებამ “მცირე მთავრობის” კონცეფციის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. დამოუკიდებელი სამინისტროს ნაცვლად შეიქმნა სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქვეშ, - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დევნილების საკითხს არ აქვს მაღალი პოლიტიკური პრიორიტეტულობა და მათკენ მიმართული პოლიტიკა მხოლოდ ცალკეული სოციალური სერვისების და საჭიროებების დაკმაყოფილებით შემოიფარგლება, რომელიც ასევე ხარვეზიანი და არასრულია. Ნიშანდობლივია, რომ ე.წ. “Მცირე მთავრობის” კონცეფციის ფარგლებში ერთადერთი სამინისტრო რომელიც გაუქმდა არის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, რაც იმთავითვე მიანიშნებს ხელისუფლებისათვის დევნილების მრავალშრიანი პრობლემების ნაკლებპრიორიტეტულობაზე.

დევნილთა ინტერესების წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაბალია. ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლის დავით ფაცაციას დანიშნვისა და სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებთან კომუნიკაციის პროცესში.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ დევნილები დანახულნი არიან არა როგორც პოლიტიკური აგენტობის მქონე მოქალაქეები, არამედ ბენეფიციარები, რომელთა პოლიტიკის მართვისთვის მცირე ტექნოკრატიული სამუშაოებიც საკმარისია.

ცხადია, რომ დევნილების მიმართ ამგვარი პოლიტიკა გავლენას ახდენს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც ვერ აჩვენებს კონფლიქტის მსხვერპლების მიმართ ჯეროვან მოპყრობას და მაღალ ინტერესს და გამოტოვებს იმ განსაკუთრებულ პოტენციალს, რომელიც დევნილებს ნდობის მშენებლობის და შერიგების პროცესში შეიძლება ჰქონდეთ.

კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ სახელმწიფოს ვალდებულებას, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სანატორიუმში მაცხოვრებლების უსაფრთხოება და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა და მოვუწოდებთ მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანატორიუმში მცხოვრებ დევინილთა გადაყვანა უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში;
  • მოახდინოს ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების უპირობო პრიორიტეტიზაცია და უმოკლეს ვადებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უზრუნველყოს ისინი ღირსეული საცხოვრისით;
  • პროაქტიურად, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგარ სხვადასხვა ობიექტებში მცხოვრები დევნილების მდგომარეობისა და საჭიროებების კვლევა და მათი დროული განსახლება ჯეროვანი ალტერნატივების შექმნის გზით.
  • იმსჯელოს დევნილთა საჭიროებების, ინტერესების და წუხილების რეპრეზენტაციის უკეთეს ინსტიტუციურ გზებზე და მექანიზმებზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ფონდი “სოხუმი”
  • საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • ნაციონალუზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“