[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ინფოგრაფიკა

ხელისუფლება საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემას აგრძელებს

მთავრობა, ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე, აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56% პროცენტი მუსლიმია.

EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა.

2014-2018 წლებში გადაცემული ქონების ანალიზს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: http://bit.ly/2XiHUyR

EMC-ს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილში.

საჯარო_ინფორმაცია_1582285854.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“