"ქართულმა ოცნებამ" აქციაზე გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ გაზარდა და 5 000 ლარს გაუტოლა - სანქცია, რომელსაც ხშირად თვითნებურად აკისრებენ პროტესტის მონაწილეებს.
მაღალი ჯარიმების მიზანია არაპროპორციული სოციალური ტვირთი დააკისროს ადამიანებს და დააშინოს პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები. ამ ტიპის შეზღუდვები საზოგადოებაში უსამართლობის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს და კრიზისსაც აღრმავებს.