საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
15 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს თბილისი მარიოტში. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ მმართველობის 2-წლიან პერიოდში სხვადასხვა სფეროში მომხდარი ცვლილებები შეაფასეს. ანგარიში მოიცავს სახელმწიფო მართვის, სამართალდამცავი, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებს, ასევე საარჩევნო და თვითმართველობის რეფორმასთან, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ლგბტ ჯგუფის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები, შშმ პირების მდგომარეობა და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები.
გაეცანით ანგარიშის სრულ ვერსიას ⇓
ინსტრუქცია