[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თარგმანი

ქარხანა, ოჯახი და სამეზობლო: არაფორმალური შრომის პოლიტიკური ეკონომია შეფილდში

‘ენდკლიფი’ ყოფილი ინდუსტრიული ზონაა შეფილდის აღმოსავლეთ მხარეში, ბრიტანეტში.[1] ენდკლიფის გზაზე, რომელიც მთის გავლით ენდკლიფის სასაფლაოსკენ მიდის, შიგადაშიგ ერთმანეთისგან განსხვავებული შენობები გვხდება, რომელთაგან ზოგიერთს ქვემოთ დავუბრუნდებით: ჯართის ჩამბარელები პუნქტები, მიტოვებული ვიქტორიანული საამქროები, ბოშათა საცხოვრებლები, ქოლ ცენტრები, ფანჯრებ აჭედილი სათემო ცენტრები, ელექტროტექნიკის მაღაზიები, შეფილდის მოედანი, ბინგო ცენტრი, ჯონის ‘სვეპ შოპი’, მეორადი ხელსაწყოების მაღაზია, ‘ბერძნული’ და ელიზიუმის ბორდელი, ხალიდის პაბი, მილის ‘ბლეკ სპეროუ’. სასაფლაოზე გარდაცვლილი ფოლადსასხმელი ქარხნის მუშათა საფლავები დიდ ფოლადის ქარხნებსა და საამქროებს გადაჰყურებს, რომლებიც მდინარე დონის ნაპირზე არიან განლაგებული. ადგილობრივი მეწარმეებისა და პარლამენტარების საფლავის ქვები ქუჩას უყურებენ, რომლებსაც სერიოზული წინადადებები აქვთ წაწერილი და წრიულად ისე არიან განლაგებული, თითქოს შეხვედრაზე იყვნენ. 1865 წელს მარქსის მიერ აღწერილმა ახალი დესპოტური კაპიტალიზმის პირმშომ და დღეს უკვე მდინარე დონის ზედაპირზე არეკლილმა მრავალმა მიტოვებულმა ფაბრიკამ გაფართოებების, ნაციონალიზებების, რაციონალიზებების და დახურვების ხანგრძლივი ისტორია გამოიარა, სანამ დღევანდელ გაპარტახებულ  და მშვიდ მდგომარეობას არ მიაღწიას. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ადგილობრივი სათათბიროს განვითარების პოლიტიკებმა ენდკლიფის ინდუსტრიული პეიზაჟისგან, დასასვენებელი სამოთხე შექმნეს, რომელსაც ადრე ‘ვიზუალურად იყო დაბინძურებული აუტანელი ჯართის პუნქტებით, მანქანების ნაწილებად დამშლელი დაწესებულებებით და ადგილობრივი ფოლადისა და რკინის ინდუსტრიის სხვა არა კაპიტალ-ინტენსიური ბიზნესებით (Sheffield City Council 1986: 153). მდინარე დონი გაიწმინდა, მისი პეიზაჟი ეგზოტიკური მცენარეებით შეივსო და მასში კალმახი და ორაგული ახლიდან გამრავლდა.

ოფიციალურ სტატისტიკებში ენდკლიფი კლასიფიცირებულია, როგორც ‘ურბანული დეპრივაციის არე’.[2] ის ინგლისის ოცდახუთ უღარიბეს ოლქს შორისაა, სადაც ერთ ოჯახზე საშუალო აღრიცხული  შემოსავალი 4000 ფუნტია, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 25 პროცენტია.[3] მთლიანად შეფილდთან შედარებით, ენდკლიფს სიკვდილიანობისა და განქორწინების, ნარკოტიკების მოხმარების, პროსტიტუციისა და დანაშაულის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. უკიდურესი სიღარიბისა და ეკონომიკური სტაგნაციის ამ სურათის მიუხედავად, ჩემი საველე კვლევა აჩვენებს, რომ ანაზღაურებად სამსახურისთვის არაფორმალური ეკონომიკური აქტივობების შეთავსებით ენდკლიფელები ახერხებენ შექმნან, რასაც ისინი ‘ღირსეულ ცხოვრებას’ უწოდებენ. მაგალთად, ჩემი კვლევა აჩვენებს რომ ოთხიდან ერთი ადამიანი არაფორმალურადაა თვითდასაქმებული, რომ მოსახლეობის ნახევარს ერთზე მეტი სამსახური აქვს და რომ ოფიციალური სტატისტიკების განსხვავებით, ოჯახის რეალურიმსაშუალო შემოსავალი დაახლოებით 17000 ფუნტია.[4]

ენდკლიფის არაფორმალური ეკონომიკა ოთხი ტიპის აქტივობაზეა დამოკიდებული: პირველი, უკანონო აქტივობები — ნარკოტიკებით, სექსითა და მოპარული საქონლით ვაჭრობა — სერვისებისა და საქონლის ურთიერთგაცვლა ადგილობრივ პაბებში და კარმიდამოებში; მეორე, არაოფიციალურიად  და ქვეკონტრაქტორის როლში ანაზღაურებადი სამუშაოები მთავარ ფოლადის და სამშენებლო კონტრაქტორებთან, ღამის სამსახურები, ჯართით, დანადგარებითა და ხელსაწყოებით ვაჭრობა; მესამე, ადგილობრივ მცირე კაპიტალისტებთან არაოფიციალურ ქვეკონტრაქტორებად მუშაობა; დაბოლოს, სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარებები. არაფორმალური ეკონომიკის ეს ოთხი შრე სახელმწიფოს, ქარხნისა და სამეზობლოს დონეზეა მოცემული.

ქარხანა_ოჯახი_და_სამეზობლო_1700170919.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მე შეფილდში ვცხოვრობდი და მორისში არაკვალიფიცირებულ მუშად ვმუშაობდი 1999 წლის სექტემბრიდან 2001 წლის მარტამდე. მე შევცვალე იმ რაიონის სახელი რომელშიც ვცხოვრობდი, ასევე ქარხნის რომელშიც ვმუშაობდი და ინფორმატების სახელები ამ სტატიაში გამჟღავნებული ინფორმაციის კონფიდენციალური ხასიათის გამო, რათა რისკის ქვეშ არ დამეყენებია ჩემი ინფორმანტები.

[2] შეფილდის ოლქის სტატისტიკა.

[3] გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარი — ჩემი საველე მუშაობის დროს 14,700 — საბინაო შემწეობას იღებს, ხოლო ოჯახების თითქმის 50 პროცენტი საშემოსავლო დახმარებას (შეფილდის ოლქის სტატისტიკა).

[4] ჩემი საკვლევი ჯგუფი ენდკლიფის ყველა მკვიდრს, დაახლოებით 4000 ადამიანს მოიცავს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“