[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / ვიდეო / ანალიტიკა

ჯგუფები სოციალური შემწეობის სისტემის მიღმა

საარსებო შემწეობა სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. იგი ყველაზე ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა, თუმცა, სისტემა შეიძლება ვერ ხედავდეს იმათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს:

  • რეგულაციების მიხედვით, შემწეობის მიღების წინაპირობა საცხოვრებელი ადგილის ქონაა, შესაბამისად, შემწეობას ვერ იღებენ ქუჩაში მცხოვრები პირები;
  • სისტემა სრულყოფილად ვერ ხედავს ხანდაზმულების საჭიროებებს;
  • მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 47 % საარსებო შემწეობის მიღმაა;
  • ფორმულა, ქულების დათვლისას, ზომიერად გამოხატულ შშმ პირებს პრიორიტეტს არ ანიჭებს;
  • კვლევების მიხედვით, ენობრივი ბარიერი შემწეობაზე წვდომის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ამის გამო, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეიძლება არ არ ჰქონდეთ ინფორმაცია სოციალური შემწეობის სისტემის შესახებ, მათ შორის, ჩართვის პირობებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და ქულების როლზე სხვა ბენეფიტებთან წვდომის ნაწილში.

ვითხოვთ სამართლიან, ღირსეულ, ადამიანზე ორიენტირებულ სოციალური შემწეობის სისტემას!

ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“