საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საარსებო შემწეობის სერვისი სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ელემენტია. იგი ყოველთვიურად 660 000-ზე მეტ ადამიანს მინიმალური ფულადი დახმარებით უზრუნველყოფს. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ის სიღარიბეში მცხოვრებ ცალკეულ ადამიანებსა და ჯგუფებს საერთოდ უგულებელყოფს, ან არასაკმარისად ხედავს.
იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანი სერვისები სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულებზეა მიბმული, საარსებო სისტემის მიღმა დარჩენილი ადამიანები სხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური სერვისების გარეშეც რჩებიან.
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია