[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ინფოგრაფიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაეფექტიანად მუშაობს

დემოკრატიულ სახელმწიფოებში განვითარებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც მოსამართლის ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი მექანიზმია.

ამ სისტემის ფარგლებში განიხილება ამა თუ იმ მოსამართლის მხრიდან ისეთი გადაცდომების ჩადენა როგორიცაა: საქმეების განხილვა ვადების დარღვევით, დისკრიმინაციული მოპყრობა მხარეების მიმართ და სხვა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სისტემამ შეძლოს როგორც მოსამართლის არასათანადო ქცევის თავიდან არიდება და მასზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, ასევე ამ პროცესში დაიცვას მოსამართლის დამოუკიდებლობა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის მონაწილე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, ბოლო წლებში, სულ უფრო არაეფექტიანად მუშაობს. საბჭოს უმოქმედობა ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად სისტემის ეფექტიანობას და ხელს უშლის დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების განხორციელებას.

მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. აქ წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას".

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“