საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ სწავლობს რასისტული ჯგუფის „ბერგმანის“ საქმეს. სოციალურ ქსელებში ჯგუფის მიერ გავრცელებული ვიდეოსა და Facebook-გვერდის გარდა, EMC-ისთვის საქმეზე დამატებითი გარემოებები გახდა ცნობილი.
კერძოდ, 2015 წლის 19 სექტემბერს, EMC-ის თანამშრომელი თ. ბ. და მისი მეგობარი რუსთაველის გამზირზე აღნიშნული ჯგუფის მიერ შავკანიანი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის თვითმხილველი გახდა. თ. ბ-მ შემთხვევის ადგილზე გამოიძახა პოლიცია, თუმცა, ჯგუფმა ინცინდენტის ადგილი მაშინვე დატოვა. პოლიციამ თვითმხილველი მოწმეები და დაზარალებული შავკანიანი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა, თვითმხილველი მოწმეები არ დაკითხა და არც გამოძიება დაიწყო საქმეზე. მეტიც, ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებაში გადაყვანილი თ. ბ-ს და მისი მეგობრის თანდასწრებით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა შავკანიან ადამიანებს და რასისტული ენა გამოიყენა. მოწმეებს კი მიუთითა, რომ მათ ცრუ დასმენისთვის პრობლემები შეექმნებოდათ.
მხოლოდ რასისტული ჯგუფის საქმიანობის მიმართ მედიის მიერ გამოვლენილი ყურადღების შემდეგ, 2015 წლის 21 სექტმებერს დაიწყო პოლიციამ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 125-ე მუხლის (ცემა) საფუძველზე მიმდინარეობს. 21 სექტემბერს, EMC-ის ადვოკატის მონაწილეობით დაიკითხნენ თ. ბ და კიდევ ერთი მოწმე. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა მიუთითეს, რომ რუსთაველის გამზირზე მათ თვალწინ მომხდარი ინცინდენტი ასახული იყო Facebook-ის მეშვეობით Georgian Ultras მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რაც მიუთითებდა მომხდარი დანაშაულის სავარაუდო რასობრივი სიძულვილის მოტივზე, გამოძიებამ ქმედების კვალიფიკაციის დროს ეს გარემოება არ გაითვალისწინა. ამასთან, მოწმეებს არ მიეცათ შესაძლებლობა დაკითხვის ოქმში პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტები დაეფიქსირებინა.
დღეს, აღნიშნულ საქმეზე, EMC-იმ დასაბუთებული განცხადება წარადგინა შინაგამ საქმეთა სამინისტროში, რომელშიც ორგანიზაცია ითხოვს:
რასისტული ჯგუფის საქმიანობის დროული პრევენცია არსებითია, სხვა მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების გაჩენისა და საზოგადოებაში რასისტული, ჰომოფობიური ძალადობრივი ქცევებისა და განწყობების გავრცელების აღვეთისთვის.
ამასთან, EMC აღნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის გავრცელება საზოგადებაში მსგავს ქმედებებზე სახელმწიფოს დემონსტრაციულად არაეფექტური პოლიტიკით არის განპირობებული. დაუსჯელობის პოლიტიკის გატარებითა და ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური საჯარო განცხადებებით, ხელისუფლება ხელს უწყობს ეთნოცენტრიზმზე, ჰომოფობიასა და ისლამოფობიაზე დაფუძნებული დიკურსის გაბატონებას, რაც საზოგადოებაში ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ქმედებებში ტრანსფორმირდება. ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნულ დანაშაულებს სოციალური ხასიათი გააჩნდა (2013 წლის 17 მაისი, რელიგიური კონფლიქტები ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, თერჯოლაში, ქობულეთში;), რაც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების მწვავე აუცილებლობაზე მიუთითებს.
ინსტრუქცია