[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სასამართლო სისტემა / განცხადება

განცხადება 5 ნოემბერს “რუსთავი 2”-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მღებული განჩინების შესახებ

12088522_1048423825190256_8755691663171603589_n

დღეს “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის თანახმადაც „სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2”-ს დაენიშნა დროებითი მმართველი, ხოლო მენეჯმენტის მოქმედ წევრებს შეუჩერდათ უფლებამოსილება. ამასთან, „რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დაინიშნენ კონკურენტი ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ხელმძღვანელი, რევაზ საყევარიშვილი და “რუსთავი 2”-ის წილის ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრე დავით დვალი.

„რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით 2015 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ზოგადი მექანიზმის (268 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” პუნქტი) მოქმედება შეაჩერა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოიტანა, რომლის თანახმად, ქიბარ ხალვაშს, ფაქტობრივად, „რუსთავის 2”-ის წილების 100% მიაკუთვნა.

განჩინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას

4 ნოემბერს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა სასამართლოსგან დამატებითი ღონისძიებების გამოყენება მოითხოვეს, რაც დროებითი მმართველის დანიშვნას გულისხმობდა. მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბერს აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ მოსამართლე მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, ამის შესახებ უნდა მიუთითოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ მსგავსი განჩინების იმავე სასამართლო ინსტანციის მხრიდან მიღება უკანონოა.

განჩინებით არ არის დასაბუთებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა

მოსამართლის მიერ არ არის მოყვანილი ის ფაქტები, გარემოებები, რომლებიც იძლევა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების საფუძველს. აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ უკვე იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებთან ერთად ყადაღა დაადო „რუსთავი 2”-ის წილებს. ამ გადაწყვეტილებით შეიზღუდა „რუსთავი 2”-ის არსებული მენეჯმენტის ძირითადი უფლებამოსილებები იმდაგვარად, რომ გამოირიცხა მათი მხრიდან კომპანიის ფინანსებისა და ქონების შემცირების საფრთხე. ასევე, მოსამართლემ ყადაღა დაადო „რუსთავი 2”-ის წილის მფლობელ შპს “ტელეკომპანია საქართველოს”. ცალსახაა, რომ მოცემულ ვითარებაში სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინებით ვერ საბუთდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და კომპანიის იძულებით მართვაში გადაეცემის საჭიროება.

მოსამართლის მიერ განჩინების დასაბუთების დროს მოყვანილი გარემოებები შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად

სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის (შპსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორები) მმართველობის პირობებში ეს საკითხიც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითადი დანიშნულებას.” აშკარაა, რომ მოცემული მსჯელობა წარმოადგენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებაში ჩარევას და არანაირი კავშირში არ აქვს „რუსთავი 2”-ის წილების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავასთან.

მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინებით ფაქტობრივად აღარ აღსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 ნოემბრის მიღებულ გადაწყვეტილება

საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს. დღეს მიღებული განჩინებით არსებითად იგივე შედეგი დადგა, რისი თავიდან ასაცილებლადაც იქნა მიღებული საკონსტიტუციოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, მოსამართლემ უკანონო განჩინებით გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მმართველად დანიშნული პირების მიუკერძოებლობის საკითხი ეჭვქვეშ დგას

სასამართლო განჩინებაში უთითებს, რომ „დროებითი მმართველი არის მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი, რომელიც უშუალოდ არ არის ჩართული დავაში, მას არ გააჩნია დავის საგანთან მიმართებით არანაირი პირადი ქონებრივი ინტერესი და მისი უპირველესი და უმთავრესი დანიშნულება არის დავის მიმდინარეობის პერიოდში ქონების დაცვა და მისი შენარჩუნება.” მოსამართლემ 5 ნოემბრის განჩინებით „რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად კონკურენტი ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და „რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წილის ყოფილი მფლობელი დავით დვალი დანიშნა. დავით დვალი ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას ჯარჯი აქიმიძესთან ერთად („რუსთავიი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი) დღემდე აქვს ინტერესი ტელეკომპანიის წილების 60%-თან დაკავშირებით. დვალი ასევე განმარტავს, რომ იგი მხარს უჭერს ამ პროცესში ქიბარ ხალვაშს, რადგან მისი მოგების შემთხვევაში მას წილის დაბრუნებისათვის ბრძოლა გაუმარტივდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დადასტურდა, ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს შორის დავის დასაწყისშივე არსებობდა შეთანხმება ხალვაშის მიერ პროცესის მოგების შემთხვევაში "რუსთავი 2”-ის წილების განაწილების შესახებ. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მოსამართლემ დროებითი მმართველების დანიშვნის პროცესში. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მოსამართლემ აღნიშნული პირების დროებით მმართველებად დანიშვნის გადაწყვეტილების პროცესში.

განჩინებით მმართველად დანიშნულ პირებს მიეცათ ჟურნალისტების დათხოვნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის უფლებამოსილება

განჩინებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მმართველი პირების დანიშვნის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა მოქმედი მმართველობის მიერ მოძრავი ნივთების განზრახ დაკარგვის ან/და განადგურების საფრთხე. მოცემულ პირობებში გაუგებარია, რატომ მიანიჭა სასამართლომ დროებით მმართველებს ისეთი ფუნქციებიც, როგორიცაა საკადრო პოლიტიკის მართვა, მათ შორის შიდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა (ოპტიმიზაცია). სასამართლო მოცემული მსჯელობის დასაბუთების მიზნით არ აკეთებს არანაირ განმარტებას, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას გვემსჯელა მოცემული უფლებამოსილების მინიჭების საჭიროებაზე. ამგვარ პირობებში მიგვაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არხის სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევისაკენ პირდაპირ მითითებას წარმოადგენს და საშუალებას აძლევს დროებით მმართველებს, შეცვალონ არხის სარედაქციო პოლიტიკა, გაათავისუფლონ ტელეკომპანიის მოქმედი სარედაქციო გუნდი, მათ შორის რედაქტორები და ჟურნალისტები.

განჩინებით რუსთავი2-ის წარმომადგენლებს შეეზღუდათ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება

განჩინებით მმართველად დანიშნულ პირებს მიენიჭათ ყველა დაწესებულებასა და ორგანოსთან წარმომადგენლობის უფლებამოსლება. კერძოდ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების/მინდობილობის გაცემასა და გაცემული უფლებამოსილების/მინდობილობის გადახედვის (დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება) უფლებამოსილება მთლიანად მიეკუთვნათ დროებით მმართველებს. იმ შემთხვევაში თუ, ტელეკომპანიის მოქმედ ადვოკატებს შეუწყდებათ მოცემულ დავაზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ამით ცალსახად დაირღვევა სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლოსადმი მიმართვის ფუნდამენტური უფლებები, რადგან მათ აღარ აქვთ, არც აღნიშნული განჩინების და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთან, დავის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება დროებითი მმართველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრეტიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კავშირი საფარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

იდენტობა

დემოკრატ მესხთა კავშირი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ (OSGF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარები ინსტიტუტი (IDFI)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“