[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ფოტო

ფოტო ამბავი იორმუღანლოდან - აზერბაიჯანელი თემის ცხოვრება

ფოტოპროექტის ავტორი: ავთო შერვაშიძე

სოფელი იორმუღანლო საგარეჯოში მდებარეობს და უმეტესად, ეთნიკურად აზერბაიჯანელებითაა დასახლებული.

გთავაზობთ ფოტოპროექტს, რომელიც იორმუღანლოელების ყოველდღიურობას, მათ პრობლემებს ასახავს.

სოფელში ფაქტობრივად, არ არის სარწყავი და სასმელი წყალი. მთავარი ხიდი კი, რომლითაც სოფელში შემოდიხარ, ავარიულია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ დიდია - 20 ათასზე მეტი მოსახლე, სოფელში ფუნქციონირებს მხოლოდ 1 საბავშვო ბაღი. სოფლის 4 სკოლა კი იმდენად პატარაა, რომ მოსწავლეებს ვერ იტევს და ადმინისტრაცია იძულებულია დამატებითი ოთახები იჯარით აიღოს კერძო მესაკუთრეებისგან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“