[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სხვა / განცხადება

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება დაუშვებელია

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის ინიციატივას „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/265; 25.10.2018), რომლის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები  ყველა სამოხელეო დანაშაულზე უნდა გავრცელდეს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის გაძლიერება. კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანა და გამოწვევაა, თუმცა აღნიშნული საკანონდებლო ცვლილებები არ წარმოადგენს მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, შესაფერის და თანაზომიერ საშუალებას და შეიცავს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შელახვის დაუსაბუთებელ რისკს.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით,  რამდენიმე ძირითადი საკითხი გვსურს გამოვყოთ, რომლებზეც საქართველოს პარლამენტმა  ყურადღება უნდა გაამახვილოს:

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელება ყველა სამოხელეო დანაშაულზე, მათ შორის გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზეც, დაუშვებელია

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ვრცელდება მხოლოდ  განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე და ასევე, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე, რომელიც საზოგადოებრივად განსაკუთრებით საშიშ ქმედებას წარმოადგენს. 2014 წელს, როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დარეგულირდა, დისკუსიის და განხილვის საგანი იყო  თითოეული დანაშაული, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებები უნდა გავრცელებულიყო. კანონი საბოლოოდ ევროპელ ექსპერტთა ჩართულობით შემუშავდა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონება დაიმსახურა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელების აუცილებლობა თითოეულ  მუხლთან მიმართებაში  უნდა იყოს დასაბუთებული .  ფარული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენება. საყურადღებოა ისიც, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა გავრცელება სამოხელეო დანაშაულთა მთლიან თავზე წინააღმდეგობაში მოდის ამ ინსტიტუტის მარეგულირებელ ნორმებთანაც. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში  თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული  დანაშაულების მიმართ..

აღნიშნული რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, თუნდაც ეს მძიმე დანაშაული იყოს. წარმოდგენილი კანონპროექტით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელება შესაძლებელი იქნება სამოხელეო დანაშაულების თავში მოქცეულ ნაკლებად მძიმე გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე, რაც ვფიქრობთ, კანონის ლოგიკისათვის მიუღებელია. საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) და 3421 (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რომელთა სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ დანაშაულთა ჩადენას მხოლოდ გაუფრთხილებლობით („შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო“). აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულების ნაწილში, დაუშვებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

2014 წლის საკანონმდებლო ცვლილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედების ინსტიტუტის შემოღება მნიშვნელოვანი პროგრესი იყო. აღნიშნული ცვლილებები თავის დროზე მაქსიმალურად მიისწრაფვოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრეცედენტული სამართლით დადგენილი ძირითადი სტანდარტების დაცვისკენ. ECHR-ის პრაქტიკით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ლეგიტიმაციას, სხვა ძირითად კრიტერიუმებთან ერთად დიდწილად განსაზღვრავს ცალკეული დანაშაულების კატეგორიები და მისგან გამომდინარე სისხლისსამართლებრივი ქმედების ხასიათი (მაგალითისთვის იხ: HUVIG v. FRANCE, Application no. 11105/84; VALENZUELA CONTRERAS v. SPAIN 58/1997/842/1048). სტანდარტებით განმტკიცებული კრიტერიუმები ბოჭავს სახელმწიფოს შესაძლებლობას ფარული მოსმენების მეშვეობით ნებისმიერ დროს აკონტროლოს საზოგადოება და განსაკუთრებულ ფარგლებში აქცევს ამ  ინსტრუმენტის გამოყენებას. აღნიშნული ცვლილების განხორციელება კოდექსში გაუმართლებლად გააფართოვებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებს და შექმნის საშიშ პრეცედენტს მასში სამომავლო ცვლილებების განსახორციელებლად.

  1. საკანონმდებლო ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის არაეფექტურ და შეუსაბამო გზას წარმოადგენს

კორუფციასთან ბრძოლის მიზნით არ შეიძლება გამართლებული იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაუსაბუთებელი გავრცელება სამოხელეო დანაშაულის მთელ თავზე.

კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად საქართველოს   არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მისცა რეკომენდაციები, თუმცა მათ შორის არ გვხვდება რეკომენდაცია ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის  რეზოლუცია ხაზს უსვამს კორუფციული დანაშაულების გამოძიების   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოყოფის და ცალკე, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების საჭიროებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმ რისკებს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციული დანაშაულების გამოძიებას და  საჯარო სამსახურზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტოტალური კონტროლის გავრცელებას უკავშირდება. ამ ფონზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების  ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება განსაკუთრებული რისკის შემცველია.

  1. საკანონდებლო ცვლილებები ცდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებს

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების  აღსასრულებლად ზოგადი ღონისძიების გატარება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (N72508/13) აღნიშნა, რომ მოსაპოვებელი იყო მობილური ოპერატორებისგან ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხებოდა ერთ კონკრეტულ დანაშაულს და ამ დანაშაულთან კავშირში საგამოძიებო მოქმედების გატარებას, რომელიც პირის სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს.

შესაბამისად კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობისათვის სასამართლო გადაწყვეტილების არგუმენტად მოყვანა არამართებულია.  ყველა სამოხელეო დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელება  ცდება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს და ფარგლებს.

  1. პარლამენტმა უნდა შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულება და მხოლოდ მას შემდეგ იქნას შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმები  2014 წლიდან ამოქმედდა. მიზანშეწონილია შესწავლილი იქნას და გაანალიზდეს  პრაქტიკაში რომელ მუხლებთან კავშირში და რამდენად ეფექტურად ხდება ამ ნორმების  გამოყენება; ასევე, რამდენად დაცულად ინახება და დროულად ნადგურდება მოპოვებული მასალა; როგორ ხდება კანონის განმარტება და მისი პრაქტიკაში აღსრულება, როგორც ფარულ საგამოძიებო მოქმედედზე ასევე კომპიუტერულ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. პრაქტიკაში არსებული ხარვეზების პირობებშიფარული საგამოძიებო მოქმედებების ნორმების გავრცელება სამოხელეო დანაშაულებზე, გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ პრობლემას პრაქტიკაში.

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ფრაგმენტული ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს

ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა მარეგულირებელი კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტს და უხეშად ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს დავა  მოცემული რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეგულაციების პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არ წარმოადგენს იმ დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც შეიძლება პირდაპირი წვდომა ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებზე და ქმნის რეალურ საფრთხეს იმისა, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს უკანონოდ. მსგავსი არაკონსტიტუციური რეგულაციების პირობებში არსებობს საშიშროება, რომ ეს მექანიზმი შეიძლება არაკეთილსინდისიერად იყოს გამოყენებული საჯარო მოხელეთა წინააღმდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ პარლამენტს:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეიკავოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონმდებლობის ფრაგმენტული ცვლილებებისაგან, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს;
  • კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოს ჩვენ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები;
  • კანონპროექტის ინიციატორისაგან მოითხოვოს თითოეულ მუხლზე დასაბუთება (სტატისტიკა, კვლევა, რეკომენდაცია თუ პრაქტიკის ანალიზი), თუ რაზე დაყრდნობით უნდა გავრცელდეს აღნიშნულ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა ლეგიტიმური აუცილებლობის წინაშე დგას სახელმწიფო ფარული საგამოძიებო მოქმედებებით აღკვეთოს სამოხელეო დანაშაულის თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”

“ლიბერალური აკადემია”

“ადამიანის უფლებათა ცენტრი”

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი”

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“