საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მასშტაბური საპროტესტო აქციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკის საპირისპიროდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ “რუსული კანონი” არ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ასეთივე სულისკვეთების კანონის მიღება ევროკავშირშიც განიხილება.
რეალურად, ევროკავშირის დირექტივის პროექტსა და ქართულ (რუსულ) კანონპროექტს შორის პრინციპული განსხვავებები არსებობს როგორც კონტექსტის, ისე შინაარსისა და მოქმედების სფეროს თვალსაზრისით.
თუ ევროკავშირის დირექტივა შიდადემოკრატიული პროცესების განმტკიცებას ემსახურება, ქართული ოცნების ინიციატივა ამ გზით, პირიქით, ახშობს დემოკრატიულ ღირებულებებს და სამოქალაქო აქტორების მარგინალიზებას ისახავს მიზნად.
ინსტრუქცია