საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ტყიბულში მიმდინარე სრულმასშტაბიანი გაფიცვა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის, მათი განგრძობადი ექსპლუატაციის შედეგია და სახელმწიფოს მიერ შრომითი პოლიტიკის არსებით გადახედვას საჭიროებს.
ტყიბულში უკვე მე-12 დღეა ფართომასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცულია კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის”-ის 1300-მდე თანამშრომელი და საწარმოო პროცესი შახტებში სრულად გაჩერებულია. ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეთა ოჯახები და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები სოლიდარობას უცხადებს მეშახტეებს. ადგილობრივი ხელისუფლება მეშახტეების მოთხოვნებს სრულად იზიარებს და ისინი გაფიცულებთან ერთად დგანან.
გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ანაზღაურების 30%-40% გაზრდა, სამუშაო უსაფრთხოების და პირობების გაუმჯობესება, ასევე გარანტიები რომ გაფიცვის დასრულების შემდეგ ყველა დასაქმებული აღდება სამუშაოზე. ქალაქში არ არსებობს ალტერნატიული დასაქმების ადგილი და ადგილობრივი ეკონომიკა სრულად დამოკიდებულებია შახტების მუშაობაზე, რაც მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
ტყიბულის შახტაში დასაქმებული ადამიანები მათი მძიმე და სახიფათო შრომის მიუხედავად მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ. მეშახტეების მიერ 2012 წელს ორგანიზებული გაფიცვის შედეგად დადებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ხელფასების ინდექსაციას გულისხმობდა, რაზეც საწარმომ ამ შეთანხმებით აიღო ვალდებულება, თუმცა, არ შეასრულა. უფრო მეტიც, ხელფასები უკანასკნელი 4 წლის მანძილზე რამდენიმე ასეული ლარით შემცირდა. მეშახტეების ინფორმაციით შახტაში საშუალო თვიური ხელფასი 500 ლარს შეადგენს. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ახალი კანონმდებლობის შემოტანით, ტყიბულში დასაქმებულთათვის არსებული საგადასახადო შეღავათიც გაუქმდა, რაც ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის პარალელურად, მძიმე ტვირთად დააწვათ მუშებს.
დამსაქმებელის ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში არსებული პირობები უკიდურესად მძიმე და სახიფათოა მუშებისათვის. აგრეთვე, არ მუშაობს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის პრევენციის და უბედურ შემთხვევებზე რეაგირების სისტემები. სამუშაო გარემო, ტექნიკა-დანადგარები და იარაღები, რომელსაც მეშახტეები იყენებენ მოძველებული და საფრთხის შემცველია, რაც მუდმივად მეშახტეების დაშავებისა და გარდაცვალების მიზეზი ხდება.[1] დაშავებულთა გარდაცვალებისა და დაშავების მაღალ მაჩვენებელს საქართველოს სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს და წლების მანძილზე ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის საკითხს დღის წესრიგში აყენებს.[2]
ტყიბულში და სხვა ინდუსტრიულ ქალაქებში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს შრომის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრობლემებს აჩვენებს, რაც განსაკუთრებით მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება. ტყიბულის გარდა გაფიცულები არიან ქსნის მინისტარის ქარხანაში, მედიაციის პროცესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. ხოლო, ჭიათურის მაღაროსა და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი გაჩერებულია.
სახელმწიფო არსებული შრომითი კანონმდებლობის ფარგლებში შრომითი უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს, რაც შრომის პირობების ინსპექტირების არაეფექტურ მექანიზმს პირდაპირ უკავშირდება. სახელმწიფოს მიერ შექმნილ შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტმანეტს, არ აქვს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ და საწარმოს თანხმობის გარეშე საწარმოს შემოწმების პროცესი დაიწყოს და სავალდებულოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მას სრულიად უმოქმედო ინსტრუმენტად აქცევს. დასახელებულ მექანიზმს პროფესიული კავშირები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი არაეფექტურად მიიჩნევს. ევროპის კომისიის პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის (GSP+) ფარგლებში 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიში ამ მექანიზმის გადახედვის და გაძლიერების აუცილებლობას პირდაპირ შეეხება.
ტყიბულში მიმდინარე გაფიცვა შრომით დავას გასცდა და მაშტაბურ სოციალურ პროტესტად იქცა. ამასთან, ინდუსტრიულ ქალაქებში არსებული მდგომარეობა აჩვენებს საკითხის კომპლექსური განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობას მაღალი პოლიტიკური თანამდებების პირების უშუალო მონაწილეობით. შესაბამისად მივიჩნევთ:
ინსტრუქცია