საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ნეტგაზეთი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები საჭიროების მქონე სტუდენტების სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის, მათ შორის, ქირით უზრუნველყოფისა და სასწავლო საფასურის გადახდის გადავადების მიზნით.
პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებულმა მძიმე სამართლებრივმა შეზღუდვებმა და ამ პირობებში სახელმწიფოს აშკარად სუსტმა სოციალური დაცვის პოლიტიკამ არაერთი სოციალური ჯგუფი დააზარალა და ათიათასობით ადამიანი და ოჯახი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა, შიმშილის და სოციალური ფრუსტრაციის ზღვარზე. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება სამსახურის და შემოსავლი გარეშე დარჩენილი პირებისთვის შემწეობის დანიშვნის და სხვა უფრო მდგრადი სოციალური მხარდაჭერის მიზნით. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ორგანიზებული ჰუმანიტარული მხარდაჭერა კი მკვეთრად სუსტი, ფრაგმენტული და არასაკმარისია. საერთო სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მოწყვლად სოციალურად ჯგუფს საქართველოს სხვადახვა რეგიონში მცხოვრები სტუდენტები შეადგენენ, რომლებიც თბილისში იღებენ განათლებას და ამ ეტაპზეც დედაქალაქში იმყოფებიან. იმ პირობებში, როდესაც განათლების პოლიტიკა სათანადოდ არ პასუხობს სტუდენტების სოციალურ საჭიროებებს და არ ითვალისწინებს სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლისა და სტიპენდიების სათანადო რესურსებს, სტუდენტების დიდი ნაწილი საკუთარი ბაზისური სოციალური საჭიროებების (ქირა, სწავლის საფასური, საკვები) დაკმაყოფილების მიზნით, მძიმე პრეკარიატულ შრომაშია ჩართული. პანდემიის პირობებში მათმა უმრავლესობამ სამსახური დაკარგა, რაც ცხადია, რომ მათ საცხოვრისის დაკარგვის და სწავლის საფასურის გადაუხდელობის რისკის წინაშე აყენებს. ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასევე იმ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები, რომელთა ქალაქები და სოფლები იზოლირებულია de facto საზღვრების ჩაკეტვისა და კარანტინის რეჟიმის გამო. ამ კუთხით, უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის თბილისში ჩამოსვლა ხშირად ფიზიკური და სოციალური უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული. ისინი არ სარგებლობენ სპეციალური სტიპენდიით და მხოლოდ დევნილისთვის გათვალისწინებული მინიმალური დახმარება (45 ლარი) აქვთ. ცხადია, რომ პანდემიის ფონზე გაუარესებული ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ოჯახების დიდ ნაწილს არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ თბილისში დარჩენილი შვილების საჭიროებები დააკმაყოფილოს. ხაზგასასმელია, რომ EMC-ს მიერ ორგანიზებულ ცხელ ხაზზე არაერთი ასეთი შემთხვევის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია და დახმარების თხოვნა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფომ შეიმუშავოს სპეციალური სოციალური პროგრამები სტუდენტების მიმართ, რომელიც საცხოვრებელთან, სასწავლო საფასურთან და ასევე, ჰუმანიტარულ გამოწვევებთან დაკავშირებულ საჭიროებებს უპასუხებს, მათ შორის:
მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა
სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებმა
ინსტრუქცია