[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC სოფელ მოხეში ქრისტიან და მუსლიმ თემს შეხვდა

10726643_736465399758756_23698423_n25 ოქტომბერს, EMC ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ქრისტიან და მუსლიმ თემს შეხვდა. ქრისტიანი თემი იმეორებს საპატრიარქოს პოზიციას, რომელშიც მითითებული იყო, რომ სადავო შენობა წარსულში (XVI საუკუნეში) ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, მათი თქმით მეჩეთის მშენებლობა არ დასრულებულა და შესაბამისად მოქმედი მუსლიმური სალოცავი ამ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა. ადგილობრივი ქრისტიანი თემის განმარტებით, სადავო შენობის ადგილზე ადრე ქრისტიანული ეკლესია იდგა და სწორედ მის ადგილას და მისი ქვებით აშენდა მეჩეთი.

სადავო შენობის სიახლოვეს ჩანს ძველი ქრისტიანული ეკლესიის კვალი და ნანგრევები.

აღნიშნული განცხადებების პასუხად, მუსლიმი თემი უთითებს, რომ ადგილობრივ ქრისტიანებს ან სასულიერო პირებს მანამდე არასდროს უთქვამთ, რომ ეს შენობა ეკლესია იყო და არ მოუთხოვიათ მისი საპატრიარქოსთვის გადაცემა. მეტიც, მუსლიმები უთითებენ, რომ საპატრიარქომ დაიწყო სოფლის ცენტრში, სკოლის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა და თუ სადავო შენობა ეკლესიის ისტორიულ კუთვნილებას წარმოადგენდა და ღირებული არგუმენტები ქონდა, არასდროს დათმობდა საკუთარ პოზიციას.

ამ მოსაზრების პასუხად, ქრისტიანები აცხადებენ, რომ პრეტენზია შენობაზე იმიტომ არ გამოუთქვამთ არასდროს, რომ კონფლიქტში შესვლა არ სურდათ და სწორედ ამიტომ დათანხმდნენ სადავო შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის იდეას. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანი თემი არ უარყოფს, რომ შენობას მეჩეთის კონსტრუქცია აქვს, თუმცა, მათი თქმით ეს დაუსრულებელი მეჩეთი იყო.

შენობის ადგილზე დათვალიერების დროს, ადგილობრივმა მუსლიმებმა აგვიხსნეს, რომ შენობა სამხრეთით მექის მიმართულებით დგას. მას აქვს მინარეთის ასასვლელის კვალი (რომელიც მუსლიმებმა ამოაშენეს, განადგურებისგან დაცვის მიზნით), ასევე იმამის საკურთხევლის ადგილი. ზოგიერთ ადგილას, ჩანს აღმოსავლური ორნამენტი. შენობა ერთგვაროვანი ქვით არის აშენებული. ჩვენ შევხვდით და ახსნა-განმარტებები ჩავიწერეთ უხუცესი მუსლიმებისგან, რომლებიც იხსენებენ, რომ მათმა მამებმა ფული შესწირეს მეჩეთის მშენებლობას და პარასკევის ლოცვაზე სწორედ მოხეს მეჩეთში დადიოდნენ ხოლმე.

EMC რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ კომისიური წესით სადავო შენობის ისტორიული მემკვიდრეობის დადგენისა და მისი გამოყენების საკითხების შესწავლის პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

[gallery type="slideshow" ids="2223,2224,2225,2226,2227,2228,2229,2230,2231,2232,2233,2234,2235,2236,2237,2238"]

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“