საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოფელ ხულგუმოსთან (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი ქრისტიანული სალოცავის დარბევის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ხუგუმოში მდებარე სალოცავში ხატები და საეკლესიო ნივთები უცნობმა პირებმა დააზიანეს. დაზიანების ფაქტი ადგილობრივმა მრევლმა 3 ნოემბერს აღმოაჩინეს. მომხდარის ირგვლივ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანის დევნას გულისხმობს.
როგორც ადგილობრივი რელიგიური ჯგუფებისგან ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის ისტორიული სალოცავით ადგილობრივი სომეხი კათოლიკეების გარდა, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ასევე სარგებლობენ. სალოცავი ადგილობრივი ქრისტიანი თემებისთვის თავისუფალი კულტურული და საკრალური სივრცეა. სალოცავი არც ერთ კონკრეტულ ეკლესიას არ ეკუთვნის და არც ორგანიზებული რელიგიური პრაქტიკა (წირვა-ლოცვია) ხორციელდება მის სივრცეში. ადგილობრივი სასულიერო პირების განმარტებით, ახალქალაქში ადგილობრივი ქრისტიანი თემები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და რელიგიური შინაარსის დაძაბულობის შემთხვევებს ვერ იხსენებენ, რის გამოც მათთვის ამ ეტაპზე რთულია მომხდარის მიზეზების და მოტივების ახსნა. მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივრებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ ამავე სამლოცველოში არსებული საეკლესიო ნივთები 3 ნოემბერს მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრეც დააზიანეს, თუმცა, ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას რაიმე შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია. ასევე, უშედეგოდ დასრულდა გამოძიება 2018 წელს სოფელ ვალეში კათოლიკურ მცირე სალოცავში (ნიშაში) წიგნებისა და ხატების დაწვის ფაქტზეც.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული კონტექსტი და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაარსებობის და თანასწორი გარემოს შექმნის ინტერესი, რასაც მსგავსი შეუწყნარებლობის დანაშაულები და ინციდენტები არსებითად უშლის ხელს. რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებსუმცირესობათა ჯგუფების უსაფრთხოებასა და ინტეგრაციის პროცესზე ნეგატიური სოციალური გავლენა აქვთ, სწორედ ამიტომ არსებითია სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული, ეფექტიანი და სისტემური რეაგირება მოახდინონ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს
ინსტრუქცია