საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს მეორე მოსმენით კენჭისყრისას არ დაუჭიროს მხარი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის რამდენიმე ჩანაწერი წარმოადგენს ღია და უხეშ ჩარევას უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიაში და ლახავს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის პრინციპს. წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც შეფასებულ უნდა იქნეს როგორც უკანგადადგმული ნაბიჯი უნივერსიტეტის ავტონომიურობის უზრუნველყოფის პროცესში, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსადა სურვილს, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულ იქნეს უმაღლესი სასწავლებლების ისედაც შეზღუდული დამოუკიდებლობის გაზრდისადმი. ამასთან, მიუღებელია შემოთავაზებული ცვლილებები გამართლებულ იქნეს უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევის გზით შიდა გაჯანსაღების პროცესების დაწყების აუცილებლობით, ვინაიდან ამგვარი ინტერვენცია უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სივრცეში იმთავითვე შეცდომას წარმოადგენს და შეუძლებელი ამან პოზიტიური შედეგების მოტანა შეძლოს.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უკიდურესად ნეგატიური განწყობები გამართლებული და ადეკვატურია იმ პირობებში, როდესაც კანონპროექტით შემოთავაზებული ერთ-ერთი ნორმით,საქართველოს პრემიერ-მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თავად დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამასთან,კანონპროექტით არ უქმდება/იცვლება ის ნორმა, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ანიჭებს. შემოთავაზებული ცვლილებები ასევე ადგენს რექტორის თანამდებობაზე დანიშვნის ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნას - დოქტორის აკადემიური ხარისხის არსებობას, რისი დაუკმაყოფილებლობაც შესაბამისი პირისათვის კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უფლებამოსილებას შეწყვეტას იწვევს.
მივიჩნევთ, რომ ნორმა პრემიერ-მინისტრისათვის ახალი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ წარმოადგენსხელისუფლების პირდაპირ ჩარევას უნივერსიტეტის ავტონომიის პრინციპში, რომლის არსი თავისთავად გამორიცხავს მსგავსი ტიპის მიმართებებს უნივერსიტეტსა და სახელმწიფოს შორის.ხოლო უნივერსიტეტის თანამდებობის პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისდადგენა აჩქარებს პრემიერის ახალი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გარედან ინიცირებულ მოულოდნელ ცვლილებებს იწვევს. კანონპროექტის ამ ჩანაწერების ამოქმედება კიდევ უფრო გააღრმავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობასთან მიმართებით დღეს არსებულ პრობლემებს, რომელიც ყველაზე მწვავედ რეგენტთა საბჭოს ინსტიტუტისარსებობაში ვლინებდა და გარანტირებულს ხდის ხელისუფლების მიერ უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაზე კონტროლსა და ზეგავლენას.
ამ მოცემულობაში კი შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპოლიტიკა, რომელიც ნაცვლად უნივერსიტეტის ავტონომიის უზრუნველყოფოსა, მისი შეზღუდვისკენარის მიმართული. ხელისუფლების ამ მიდგომის თანმიმდევრულობას სამწუხაროდ ადასტურებსსაქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული უარყოფითი დასკვნა საპარლამენტო უმცირესობისმიერ თებერვლის თვეში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც რეგენტთა საბჭოს გაუქმებას ისახავდა მიზნად. მთავრობის პოზიცია რეგენტთა საბჭოს პოზიტიური მნიშვნელობის შესახებ გაზიარებულ იქნა საკანონმდებლო ორგანოს მიერ ოპოზიციის მიერ, რამაც პარლამენტის მხრიდა ნრეგენტთა საბჭოს არსებობის ხელახალი ლეგიტიმაცია განაპირობა.
მივიჩნევთ, რომ საჯარო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომელიც ასისტენტ-პროფესორისთანამდებობის დაკავებისა და სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას აღარ ანიჭებს დოქტორანტებს (გარდა გამონაკლისისა). თავისთავად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სურვილი გაზარდოს მოთხოვნა (დააწესოს უფრო მაღალი სტანდარტი) უნივერსიტეტებში დასაქმებული აკადემიური პერსონალისადმი. თუმცა, აუცილებელია ამ სიახლი სშემოტანა განხილულ იქნეს მისი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ვინაიდან, ნათელია,მას დიდი გავლენა ექნება უნივერსიტეტების სასწავლო პროცესსა და სწავლების ხარისხზე. სამწუხაროა, რომ აღნიშნული მსჯელობა მასზე უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობითკანონპროექტის ინიცირებამდე არ მომხდარა. ამასთან,ამ შესაძლებლობას გამორიცხავს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე პარლამენტისმიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც თავისთავად პრობლემურია.
ადამიანის უფლებებისსწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებებს და უახლოესმომავალში გადადგას ნაბიჯები უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მიმართული ცვლილებების გატარების მიზნით. ამასთან, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან და მისიკომპლექსურობიდან გამომდინარე აუცილებელია დაიწყოს საჯარო დისკუსიები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა უმაღლესი სასწავლებლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის პირობებში მოხდეს.
ინსტრუქცია