[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

EMC-მ და საიამ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ორი ანგარიში წარადგინეს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა საბჭოში ორი ანგარიში წარადგინეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგსა და შემდგომ გაუმჯობესებას. მესამე ციკლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე ანგარიშს 2021 წელს წარადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისას შემდგომი 4 წლის განმავლობაში რეკომენდაციების განსაზღვრისას ქვეყნები ეყრდნობიან არა მხოლოდ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, არამედ სამოქალაქო სექტორის შეფასებებსა და მოსაზრებებსაც, ამიტომ ზემოაღნიშნული ანგარიშები მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე არსებული ობიექტური სურათის ჩვენებას.

ანგარიშები შეეხება მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციურ პრობლემებსა და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა კლანური მმართველობა სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი და საპროკურორო საბჭოების, გენერალურ პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ მოწყობა და მათ პრობლემურ უფლებამოსილებები, ასევე საგამოძიებო სისტემის პროკურატურისგან გამიჯვნის პრობლემა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადობა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სისხლისსამართლებრივი დასჯადობა და სხვა.

ორივე ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.

დოკუმენტები შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

მიმოხილვა_1_1593158843.pdf

მიმოხილვა_2__1593158858.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“