საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმიანება თბილისში, ლილოსა და ვაგზლის ღია ბაზრობების მოვაჭრეთა მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს[1] და საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეთა მიმართ საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის მეტად ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმედ აისახა ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ხშირად ყოველდღიური ნავაჭრი შეადგენს. მთავრობის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების შემსუბუქების დაანონსების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელების უფლება, დიდი სავაჭრო მოლებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობებზე დასაქმებულ მოვაჭრეებს მცირე ვადითაც არ მიეცათ.[2] მიუხედავად იმისა, რომ დახურული სივრცეებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობები ვირუსის გავრცელების შედარებით დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული, კითხვის ნიშნებს აჩენს ბაზრობების დახურვის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ამგვარი არათანმიმდევრული მიდგომებით გარემოვაჭრეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ამძაფრებს უსამართლობის განცდას და მოქალაქეებს სოციალური პროტესტისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სოციალური დახმარებების ბუნდოვანი პოლიტიკა მოვაჭრეების დიდ ნაწილს სრულიად დაუცველს ტოვებს არსებული ეკონომიკური კრიზისის წინაშე.
მთავრობის განმარტებით, ღია ტიპის ბაზრებზე მომხმარებელთა რაოდენობის გაკონტროლებას მოვაჭრეები და ტერიტორიის ადმინისტრაცია ვერ შეძლებს.[3] თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავრობას არ გაუთვალისწინებია მოვაჭრეთა განცხადებები და მზადყოფნა, საქმიანობის გაგრძელებისას დაიცვან უსაფრთხოების ყველა პირობა და აკონტროლონ ტერიტორიაზე მყიდველთა მობილობა.[4] გაუთვალისწინებელი რჩება ბაზრობების სპეციფიკაც, რომელიც ღია სივრცის გათვალისწინებით ვირუსის გავრცელების ნაკლები საფრთხისა და რისკის მატარებელ ობიექტებს წარმოადგენენ. ამასთან, ეს გადაწყვეტილება ზრდის დახურულ მაღაზიებში მოქალაქეების მობილობის ინტენსივობას რასაც თავისმხრივ ვირუსის გავრცელების რისკები უკავშირდება. ბაზრობების უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით, დამატებითი მუნიციპალური რესურსის გამოყოფისა და დადგენილი რეკომენდაციების დაცვაში მოვაჭრეთა დახმარების ნაცვლად, რაც საქმიანობის თუნდაც მცირე დროით აღდგენის შესაძლებლობას გააჩენდა, სახელმწიფო ხისტი აკრძალვების პოლიტიკით ადამიანების შემოსავლის ერთადერთ წყაროს სრულად ზღუდავს.
ასევე მნიშვნელოვანი რომ ღია ბაზრობებზე დასაქმებულებისათვის, რომელთა უმრავლესობა თვითდასაქმებულებს წარმოადგენენ, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების, როგორც ოდენობა, ისე მისი მიღების კრიტერიუმები ბუნდოვანია. სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული მონაცემი თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობის და მათი საჭიროებების თაობაზე. ხოლო ერთჯერადი იმთავითვე არასაკმარისი 300 ლარიანი დახმარების მიღების საკითხიც, დასაქმების ადგილების მფლობელების მიერ სახელმწიფოსათვის წარდგენილ ინფორმაციაზეა დამოკიდებული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დახმარების მიღების რეალურ შესაძლებლობას.[5]
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ:
საქართველოს მთავრობას:
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს:
[1] “ლილოს მოვაჭრეები აქციას მართავენ“ – 23.12.2020 წ. https://mtavari.tv/news/27090-molebi-dakhuruli-sivrtsea-metad-vrtseldeba-virusi
[2] „დიდ ქალაქებში მოლები 24 დეკემბრიდან სპეციალური წესებით გაიხსნება“ – 22.12.2020 წ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31013205.html
[3] „რატომ არ იხსნება ბაზრობები შეზღდვების შემსუბუქების პირობებში“ – 22.11. 2020 წ. https://www.interpressnews.ge/ka/article/634614-maia-ckitishvilma-ganmarta-ratom-ar-ixsneba-bazrobebi-shezgudvebis-shemsubukebis-periodshi/
[4] https://www.facebook.com/tvpirveli/videos/734257134141612/
[5] „EMC მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს“ – 21.12.2020 წ. https://emc.org.ge/ka/products/emc-antikrizisuli-programebis-meore-talghis-moklevadiani-da-grdzelvadiani-efektebi-kitkhvis-nishnebs-achens
ინსტრუქცია