საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ ფაქტს და იმ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ადამიანები ბოლო თვეებში ცხოვრობენ.
2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის de facto ხელისუფლებამ მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა[1], რომლის გახსნასაც ორ დღეში აპირებდა, თუმცა სოფელ ჩორჩანაში, პოლიციის საგუშაგოს გახსნა და მასთან დაკავშირებული პროცესები, ცხინვალის de facto რეჟიმისთვის გახდა მორიგი საბაბი ე.წ. საზღვრები ჩაეკეტა და მოსახლეობა სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში მოექცია.
ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი სავარაუდოდ ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში 28 გადაიყვანეს. ცხინვალის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტეროტორიაზე პაციენტი ვერ გადმოიყვანეს ვერც ერგნეთიდან და ვერც ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტიდან, შესაბამისად სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად ვერ აღმოუჩინეს და გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ცხინვალში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები არ არის აღჭურვილი სათანადო ინფრასტრუქტურით, ტექნიკით და კვალიფიცირებული კადრებით, რის გამოც ის ადგილობრივ მოსახლეობას სათანადო სამედიცინო სერვისს ვერ უწევს და ახალგორში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს საავამდყოფოებში გადიან მკურნალობას.
მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტი არის ტრაგიკული მაგალითი იმ მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციისა, რასაც de facto ხელისუფლების მხრიდან ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების თვითნებური ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა იწვევს.
ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის ეს მეორე მასშტაბური შემთხვევაა 2019 წელს და მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც გვახსოვს. 2019 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ოსურმა მხარემ გადაადგილების თავისუფლება შეზღუდა გრიპის ვირუსის გავრცელების მოტივით. გამშვები პუნქტები სხვადასხვა მიზეზით მცირე პერიოდებითაც იკეტებოდა.
საოკუპაციო ხაზს მიღმა მოსახლეობის იზოლაცია და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ერთგვარ პოლიტიკურ ბერკეტად იქცა, რომელსაც de facto რეჟიმები პერიოდულად იყენებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან გავლენების მოსაპოვებლად, ან პოლიტიკური სპეკულირებისთვის.მსგავსი შეზღუდვების გამოყენება კი უპირველეს ყოვლისა ადგილობრივ მოსახლეობას აწვება მძიმე ტვირთად. გამშვები პუნქტების თვითნებური ჩაკეტვების პრაქტიკა არაერთ კრიტიკულ პრობლემას იწვევს, მათ შორის, ზღუდავს წვდომას საბაზისო საჭიროებებზე და სერვისებზე, როგორიც არის მედიკამენტები, საკვები რესურსები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარების სერვისები, მათ შორის პენსიები, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში შემოსვლის და არსებობის ერთადერთი წყაროა. პრობლემები იქმნება განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, გადაადგილების თვითნებური შეზღუდვა აბრკოლებს ოჯახურ ურთიერთობებს და კავშირებს. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მოსახლეობა ექცევა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში, ამასთანავე, ამგვარი პრაქტიკით de facto ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმიდან ინფორმაციის გამოტანის შეზღუდვასაც ცდილობს.
შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ
ინსტრუქცია