[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

EMC: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ “ბათუმი ამბასადორის” მშენებლობა არ შეაჩერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა​ EMC-ისა და “საზოგადოება ბათომის” მოთხოვნა, შეჩერდეს 19 სართულიანი (3 მიწის ქვეშ) სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტრიაზე ბათუმის ბულვარში.

ამ გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ გაითვალისწინა, რომ მშენებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. მეტიც, მისი დასაბუთება ემყარება მხოლოდ კომპანიის ინტერესისა და მისი ფინანსური ზარალის შესახებ მსჯელობას. მაგრამ სამინისტრო არ ითვალისწინებს, იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ გაცემული ნებართვა უკანონოდ იქნა ცნობილი, ხოლო კომპანიას ამ დროისთვის უკვე განხორციელებული ექნება ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, არსებული შენობის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გაცილებით უფრო დიდ ფინანსურ ტვირთს წარმოშობს, როგორც კომპანიისთვის ისე სახელმწიფოსთვის.

სამინისტრო განაგრძობს ადმინისტრაციულ წარმოებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს გაცემული ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ. “ბათუმი ამბასადორმა” ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით, უგულებელყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესი და 4 სართულიანი ნაგებობის ნაცვალად 15 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა წამოიწყო, რომელიც ახლა მე-6 სართულამდეა აღმართული.

უახლოეს პერიოდში EMC, “საზოგადოება ბათომის” სახელით, სასამართლოს მიმართავს მოთხოვნით, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მშენებლობა და ძეგლის ინტერესების ხელყოფა.

22 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მუშაობს, უერთდება მოთხოვნას ძეგლის ხელყოფის შეწყვეტასთან დაკავშირებით: https://bit.ly/3rIrmfX

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“