საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
ამ ფოტოებზე წყალტუბოს სანატორიუმებში დევნილების ცხოვრების გამოცდილებაა აღბეჭდილი.
დღეს, დევნილების დიდი ნაწილი ახალ სახლებში ცხოვრობს, რომელიც სახელმწიფომ მათ, 30 წლიანი ლოდინის შემდეგ, ქუთაისსა და წყალტუბოში ახალ აშენებულ კორპუსებში გადასცა.
30 წლის განმავლობაში, 22 სანატორიუმის შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ და უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს უმკლავდებოდნენ. დევნილები იხსენებენ, რომ მათ ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმში უწევდათ ცხოვრება და მუდმივად მიტოვებულობის და მარგინალიზაციის განცდა ჰქონდათ.
დღემდე, წყალტუბოს სანატორიუმში რჩება რამდენიმე ოჯახი, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს ბინების გადაცემის წესის მიმართ, რაც მათი ოჯახის წევრების რაოდენობისა და გადაცემული ფართის განსაზღვრის უსამართლობაში გამოიხატა. ნაწილს საკმარისი სახსრები არ აქვს ახალ სახლში გადასასვლელად და საჭირო ნივთების შესაძენად.
ახალი ჩასახლების ადგილებში მცხოვრები დევნილები ჩივიან იმას, რომ მათი განსახლება ისე მოხდა, რომ მათი ინტერესი საცხოვრებელი ადგილის (ქალაქის) შესახებ ზოგჯერ არც გაითვალისწინეს. ჩივიან იმასაც, რომ სანატორიუმებში ჩამოყალიბებული სამეზობლო კავშირები და ქსელები ისევ მოიშალა. მათთვის დიდი დანაკლისი იყო სანატორიუმების მწვანე სივრცეებიდან ურბანულ გარემოში გადასვლა, სადაც საცხოვრებელ სახლებს პარკის და ბაღის სივრცეებიც კი არ აქვთ.
სანატორიუმების შენობებს მალე ინვესტორები დაიკავებენ და ეს სივრცეები კომერციალიზდება. მანამდე, ამ გარდამავალ პერიოდში ეს ადგილები დევნილების ცხოვრების კვალს ატარებს და მათი ტანჯვის, მიტოვებულობის, სიღარიბისა და გადარჩენის ამბებს ჰყვება.
ინსტრუქცია