საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი:კრეგ ვორალი
მთარგმნელი: მარიამ ბეგაძე
მარქსისტულმა კრიმინოლოგიამ პოპულარობის პიკს 1970იან წლებში მიაღწია. მან საბოლოოდ თანმიმდევრული თეორია ვერ შექმნა, თუმცა პოზიტივიზმის, ასევე სასჯელის და გამოსწორების პოლიტიკის (correctionalism) მნიშვნელოვანი კრიტიკა შემოგვთავაზა.
ეს ნაშრომი მიმოიხილავს ტრადიციული მარქსისტული კრიმინოლოგიის ცენტრალურ დებულებებს, ასევე მის მიმართ არსებულ ძირითად კრიტიკას, განსაკუთრებით დევიაციის დეტერმინისტული მოდელისგან გამიჯვნის აუცილებლობის შესახებ.
შემდგომში ნაშრომი მიუთითებს, რომ ეს კრიტიკა აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულის თანმიმდევრული მარქსისტული კონცეფციის ჩამოყალიბება შეუძლებელია და ამტკიცებს, რომ ტრადიციული მარქსისტული თეორიის მიმართ თავად ‘ღია მარქსიზმის’ სკოლის კრიტიკას შეუძლია წარმოადგინოს სასჯელის და დევიაციის ეფექტიანი რადიკალური თეორია. დასკვნის სახით, მარქსიზმი შრომისა და ფულის სოციალური დომინაციის შესახებ მსჯელობით ღირებულ პერსპექტივას გვთავაზობს დანაშაულთან და სასჯელთან დაკავშირებული პროცესების შესახებ.
ამავე თემაზე:
თარგმანი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მხარდაჭერით. თარგმანში სრულად არის შენარჩუნებული სტატიის შინაარსი და ავტორის სტილი. თარგმანზე პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).“ თარგმანის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.
ინსტრუქცია