საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

14 / 20
ფოტოების ავტორი: ჰურიე აბაშიძე
ბოშები აჭარაში მე-19 და მე-20 საუკუნის პერიოდიდან ცხოვრობენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი ყირიმიდან მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან გადმოსახლდა. ისინი დღეს კომპაქტურად სახლობენ ქობულეთში, ფოთში, ბათუმსა და ოზურგეთში.
ბოშათა თემი ამ ქალაქებში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მაგალითად:
აჭარაში მცხოვრებ ბოშათა თემს საკუთარი ენა და საინტერესო კულტურული ტრადიციები აქვს, რომელიც ასევე დაცვას და განვითარებას საჭიროებს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევა სუსტია.
განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლის და მისი დირექტორის, ნარგიზ ჯინჭარაძის ღვაწლს ბოშათა თემის ინტეგრაციის პროცესში ამ რეგიონში. ამ სკოლაში ყოველწლიურად 70-მდე ბოშა ბავშვი იღებს განათლებას, მაშინ როდესაც დაახლოებით 10 წლის წინ ეს რიცხვი უკიდურესად დაბალი იყო. ბოშები ასევე არიან დასაქმებულები სკოლაში და ფეხბურთს და ცეკვას ასწავლიან.
ინსტრუქცია