ხელისუფლება გველაპარაკება ღირსებაზე და ამბობს, რომ ანტისახალხო და ანტიდემოკრატიულ კანონს სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის იღებს.
ჩვენ და "ქართულ ოცნებას" ღირსება სხვადასხვაგვარად გვესმის.
ჩვენ ღირსებას გვილახავს ის, რომ მთავრობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებს კერძო კომპანიებს ისე გადასცემს, რომ იქ მცხოვრებ ადგილობრივებს ამის შესახებ არც კი ატყობინებს.
"ქართული ოცნება" გველაპარაკება ღირსებაზე და ამბობს, რომ
#რუსულკანონს სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის იღებს.
ჩვენ და საქართველოს მთავრობას ღირსება სხვადასხვაგვარად გვესმის.
ჩვენ ღირსებას გვილახავს ის, რომ ამ ქვეყანაში დაშვებულია, ტყის უზარმაზარი მასივები კერძო პირების ხელში ადგილობრივების ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდეს.
"ქართული ოცნება" გველაპარაკება ღირსებაზე და ამბობს, რომ ანტისახალხო და ანტიდემოკრატიულ კანონს სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის იღებს.
ჩვენ და საქართველოს მთავრობას ღირსება სხვადასხვაგვარად გვესმის.
ჩვენ ღირსებას გვილახავს ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსებით ერთეულები მდიდრდებიან, ხოლო ადგილობრივებზე ეს არ აისახება.