[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / სტატია

ანტისოციალური პოლიტიკა საქართველოში : განათლება და შრომის ბაზარი

ალექსანდრა აროშვილი 

14182487_10209459526980776_880136318_n შესავალი

სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ შევეხეთ საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მცირე ნაწილს, რომელთა ანალიზისას გამოვიყენეთ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კვლევა შრომის ბაზრის შესახებ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ბაზაში

არსებული მონაცემები.

დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და სამუშაო ძალის რაოდენობრივი და სექტორული განაწილების მაჩვენებელმა შესაძლებლობა მოგვცა, გვესაუბრა დედაქალაქში სამუშაო ძალის მაღალი კონცენტრაციის შედეგად გამოწვეულ ურბანულ და სოციალურ პრობლემებზე; საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლების ეკონომიკურად უფუნქციო სივრცეებად ქცევის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე; კვლევის არასათანადოდ ეფექტიან მეთოდოლოგიასა და იმ ხარვეზებზე, რაც საფუძვლიანად აყენებს ეჭვქვეშ მის ემპირიულ ვალიდურობას.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ წარმოების სექტორის განვითარების საკითხს. დღეს ამ სექტორში დასაქმებულია მთელი სამუშაო ძალის ძალიან მცირე ნაწილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მონაცემთა ანალიზისას აღმოჩნდა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში აღნიშნული სექტორიდან მიღებული დამატებული ღირებულების წილი თითქმის უტოლდება ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში (სადაც დღეს ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული) მიღებულ ეკონომიკურ შედეგს, რის საფუძველზეც ჩვენ დავსვით სახელმწიფოს მიერ ინდუსტრიული პოლიტიკის წარმოების აუცილებლობის საკითხი.

ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე საუბრისას, სადაც დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა შრომის ბაზარზე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას და როგორი შეიძლება იყოს მათი მოგვარების საფუძვლიანი, გრძელვადიანი და ეფექტიანი გზები, ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში შექმნილი მდგომარეობისა და ამჟამინდელი სპეციფიკის გათვალისწინებით. მანამდე კი დავუბრუნდეთ შრომის ბაზრის კვლევის შედეგად მიღებულ ნედლ მონაცემებს. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ქართულ შრომის ბაზარზე დღეს განათლების სისტემასა და შრომის ბაზარს შორის ურთიერთობის საკითხია, რაც კვლევის მიერ შეფასებულია, როგორც დისბალანსი „სამუშაო ძალის კვალიფიკაციის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“.

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია National Endowment for Democracy (NED)-ის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

გაეცანით სტატიის სრულ ვერსიას⇓

ანტისოციალური-პოლიტიკა-საქართველოში-Edited.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“