EMC გთავაზობთ ქართულ ენაზე არსებულ იმ მნიშნველოვან საკითხავ ლიტერატურას, რომელებიც ერთობლივად სახავენ ქალთა გაძლიერების, ემანსიპაციისა და ჩაგვრის მრავალშრიანი განზომილების გადალახვისა თუ დაძლევის შესაძლო გზებსა თუ პერსპექტივებს.
წინამდებარე სტატიები ფოკუსირდება ქალთა შრომისა და ექსპლუატაციის ორმაგი ბუნების ანალიზზე, პატრიარქალურ საზოგადოებრივ წესრიგში ჩაშენებული ქალთა სოციალური, კულტურული და ეკონომიკური როლებისა თუ ქცევის ნორმების კრიტიკულ გადააზრებასა და ქალის, როგორც ნეოლიბერალური თუ კოლონიური სუბიექტის დეკონსტრუქციის მცდელობაზე.
სტატიები მკითხველს ქალთა ჩაგვრაზე დაფუძნებული სისტემათა გადააზრებისა და ემანსიპატორული დღის წესრიგისთვის ბრძოლის ახალი და საერთო გზების ძიებისკენ მოუწოდებს.
- სილვია ფედერიჩი - ანაზღაურება საშინაო შრომისთვის, თარგმანი
- კრისტინ დელფი & დიანა ლეონარდი - კვლავაც კაპიტალიზმის ნაწილი? მარქსისტულ-ფემინისტური პერსპექტივები ოჯახზე, თარგმანი
- ანა დიაკონიძე - ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ფემინისტური ანალიზი: საერთაშორისო პროგრამები, სახელმწიფო პოლიტიკა და ქალების გაძლიერება ანა დიაკონიძე, სტატია
- იოჰანა ოქსალა - ფემინიზმის ნეოლიბერალური სუბიექტი, თარგმანი
- ლიკა ჯალაღანია - რეპროდუქციული სამართლიანობა ნეოლიბერალური არჩევანის მიღმა, სტატია
- ჩანდრა ტალპად მოჰანტი - დასავლური მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები, თარგმანი
- თამარ ცხადაძე - „დასავლეთი“ და „ქართული განსხვავება“: გენდერული და სექსუალური ემანსიპაციის დისკურსული პოლიტიკა საქართველოში
- ნენსი ფრეიზერი - ფემინიზმის თავგადასავალი. სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე, წიგნი
- მაია ბარქაია - რადიკალური დასვენების აჩრდილი: დროის კოლონიზაციის კავშირი დასაქმებულთა ექსპლუატაციასა და ქალთა ჩაგვრასთან, სტატია
- ლაილა აბუ-ლუღოდი - სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა? Შესავალი; სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა? თავი 1, თარგმანი