[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

რუსეთის მოქალაქეების 70% უჭერს მხარს ომს? როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი "სამხედრო ოპერაციის" შესახებ

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 25 თებერვალს სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა  (ВЦИОМ) გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები: „გვითხარით, უჭერთ თუ არა მხარს რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში?“ გამოკითხულთა 65% პასუხობს, რომ „უფრო მეტად უჭერს მხარს.“ ერთი შეხედვით, სრულიად გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა ძალიან მაღალია. მეორე მხრივ − უკანასკნელი 30 წლის მანძილზე[1] ეს მინიმუმ მეხუთე ომია, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს. მეტიც, შეჭრის მომენტში რუსეთი ისედაც აწარმოებდა ომს. 2022 წლის თავდასხმა ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა, რომელიც 2014 წლიდან არ შეწყვეტილა. ასევე, დღემდე არ დასრულებულია რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში, რომელიც 2015 წელს დაიწყო.  შესაძლოა, 30 წლის მანძილზე რუსები მიეჩვივნენ ომს, მიეჩვივნენ გამოკითხვებს ომის შესახებ და მხარდაჭერის ღიად გამოხატვასაც.

ამ სტატიაში განვიხილავთ, იცვლებოდა თუ არა საზოგადოებრივი აზრი იმ ომების შესახებ, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა და როგორი გავლენა შეიძლება ჰქონოდა წინაპირობებს უკრაინის წინააღმდეგ ომთან დამოკიდებულებაზე. უპირველესად, უნდა განვიხილით, როგორი კითხვები დაისმოდა  წინა ომებზე და როგორ პასუხობდნენ რუსები (მაგალითად, ყოველთვის ამართლებდნენ თუ არა ძალისმიერ გადაწყვეტილებებს). ასევე, საინტერესოა, რა აქვს საერთო სხვადასხვა ომის აღქმას, რომელი საკითხები და ინტერპრეტაციები მეორდებოდა, და რომლები - არა. დაბოლოს, განვიხილავთ, როგორ ჯდება უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის საზოგადოებრივი აზრის მიერ უკვე ჩამოყალიბებულ ჩარჩოში ომების შესახებ.  

რუსეთში არის სამი დიდი კომპანია, რომლებიც ეწევა საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ჩვენ მათ მონაცემებს დავეყრდნობით:

  • უკვე ნახსენები ВЦИОМ (სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი, სახელმწიფო კომპანია);
  • ФОМ (ფონდი „საზოგადოებრივი აზრი“ ოფიციალურად რეგისტრირებული, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, მაგრამ მთავარი დამკვეთი − სახელმწიფო უწყებებია);
  • ლევადა-ცენტრი (ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „იური ლევადას ანალიტიკური ცენტრი“, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში აღიარებულია უცხოურ აგენტად).

შეზღუდვები:

სხვადასხვა ომის მიმართ დამოკიდებულების სრულყოფილად შედარება შეუძლებელია, რადგან გამოკითხვებისას, ყოველ ჯერზე, სხვადასხვა კითხვა დაისმის სხვადასხვა კონტექსტში. თუმცა, ისიც კი, თუ როგორაა ჩამოყალიბებული კითხვები, გვეხმარება, დავინახოთ მიზეზები და განსხვავებები  სხვადასხვა ომის მიმართ დამოკიდებულებაში.  

სავარაუდოდ ან არ შემოგვრჩა, ან ონლაინ არ არის ხელმისაწვდომი ყველა გამოკითხვა, ამიტომ, ეს ანალიზი ამომწურავი ვერ იქნება. ამას გარდა, იმიტომ, რომ ტექსტი არ გადავტვირთოთ, აქ არ მოვიყვანთ ყველა მონაცემს, რომელიც ხელმისაწვდომია, მაგრამ შევეცდებით, გამოვიყენოთ ის მაგალითები, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული პერიოდისთვის. 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოებრივი აზრი მედიის გავლენით ყალიბდება, რომელიც რუსეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო კარგავდა თავისუფლებას. თუმცა, პროპაგანდის ანალიზი და გავლენა გამოკითხვების ინდუსტრიაზე ჩვენი თემის საზღვრებს სცდება.

ავტორი მადლობას უხდის სოციოლოგ კონსტანტინე გლაზკოვს ამ საკითხების  განხილვისთვის პოდკასტში შემობრუნება არასწორ მხარეს.

ომის_მხარდაჭერა_რუსეთში_1723179866.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალის“ ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ პოსტსაბჭოთა ომები, რომლებიც რუსეთის მონაწილეობით წარიმართა, ერთმანეთს ჰგავს რუსი სამხედროების მეთოდებისა და დანაშაულების თვალსაზრისით. ასევე არსებობს გარკვეული მსგავსება რუსეთის ხელისუფლების მიერ ამ სამხედრო კონფლიქტების პოზიციონირების დონეზე - 1994 წლიდან ყველა ომს ოფიციალურად უწოდებენ „სპეციალურ ოპერაციებს.“

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“