საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს 20 მაისია - ოსური საზოგადოებისთვის ტრაგიკული თარიღი. სწორედ 20 მაისს, 1992 წელს, სოფელ ძარასთან დაუდგენელმა პირებმა სატვირთო ავტომანქანა ჩაცხრილეს, რომლითაც დევნას და შევიწროებას გაქცეული ოსები ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიემართებოდნენ. სასტიკი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები. დაშავდა 16 ადამიანი.
90-იანებში ძალადობრივი ეთნო-ნაციონალიზმისა და აგრესიული შოვინიზმის ტალღამ საქართველოში მცხოვრებ არაერთ ეთნიკურ ჯგუფს მძიმე მეხსიერება და გამოცდილება დაუტოვა, მათ შორის არის ძარის უმძიმესი ტრაგედია. ადამიანის უფლებების დარღვევის ამ უმძიმეს დანაშაულს არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გაეცა ჯეროვანი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხი. მეტიც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცის ჯავის რაიონში მომხდარი ამ მძიმე დანაშაულის შესახებ და ჩვენ ხშირად არც გამოვხატავთ სათანადო თანაგრძნობას და სამძიმარს დაღუპული ოჯახებისა და ოსური საზოგადოების მიმართ.
ეს დანაშაული მაშინდელი პოლიტიკური ელიტის მიერ შეფასდა როგორც წინასწარ განზრახული დანაშაული, შეიქმნა საგამოძიებო კომისიაც. თუმცა მას დამნაშავეები არ გამოუვლენია და პასუხიც არავის უგია. თავის დროზე ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ე. შევარდნაძემ განაცხადა, რომ იგი იმ ძალებმა განახორციელეს, ვისაც დღეს საქართველოში სიმშვიდე და სტაბილური მდგომარეობა არ აწყობს. ამდენად, ძარის ტრაგედია ქართულ-ოსურ ურთიერთობებში და 90-იანი წლების კონფლიქტში პასუხგაუცემელ მძიმე გამოცდილებად რჩება.
შეუძლებელი იქნება დემოკრატიული, ნდობაზე დაფუძნებული და ინკლუზიური საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის მშენებლობაზე საუბარი იმ პირობებში, როცა ადამიანის უფლებების დარღვევის ამგვარი მძიმე შემთხვევები სათანადოდ გამოძიებული და აღიარებული არ არის, მსხვერპლების უფლებების აღდგენისა და პატივისცემის ინტერესი კი უგულებელყოფილია. ამგვარ სამართლებრივი სამუშაოების ჩატარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მშვიდობის მშენებლობისთვისაც.
Абон, 20-æм майы – ирон æхсæнадæн трагикон бон у. Раст 20 майы, 1992 азы, Зары хъæуы цур æбæрæг гоймæгтæ уæзласæн машинæйы фехстой, кæцыйы бадтысты уыцы рæстæджы уæвæг ситуацийæ сæхи аирвæзын кæнынæн æнаххос адæм – ирæттæ лыгъдысты Цæгат Ирыстонырдæм. Ацы карз лæбурды фæстиуæгæн фæмард 33 адæймаг, се ‘хсæн фылдæр сылгоймæгтæ æмæ сабитæ. Фæцæф 16 адæймаг.
90-æм азты тыхархайдон этно-национализмы æмæ агрессион шовинизмы фæйлауæн Гуырдзыстоны цæрæг цалдæр этникон къордæн уæззау мысæн æмæ фæлтæрддзинад ныууагъта, се ‘хсæн ис Зары уæззау трагеди дæр. Адæймаджы барты халыны фæдыл ацы уæззау фыдракæндæн иу хицауады уавæрты дæр не рцыд лæвæрд æмбæлон политикон æмæ барадон дзуапп. Ноджы фылдæрдæр Гуырдзыстоны цæрджыты фылдæр хай нæдæр зоны Дзауы районы æрцæугæ ацы уæззау фыдракæнды тыххæй æмæ мах арæх нæ равдисæм æмбæлон æмæнкъарынад æмæ мæсæллæйы фæмардуæвджыты бинонтæн æмæ ирон æхсæнадæн.
Ацы фыдракæнд уæдыккон политикон элитæйы ‘рдыгæй аргъгонд æрцыд куыд развæлгъау барæй саразгæ фыдракæнд, арæзт æрцыд фæдагуырдон къамис дæр. Æниу ацы къамис аххосджынты нæ рабæрæг кодта æмæ дзуапп дæр ничи ратта. Йæ рæстæджы ацы факты тыххæй сæрмагондæй ауагъд рабадтыл паддзахадон советы сæрдар, Э. Шеварднадзе загъта, цæмæй уый ахæм тыхтæ сæххæст кодтой, кæцытæн абон Гуырдзыстоны сабырдзинад æмæ стабилон уавæр къух нæ дæтты. Уыйасæй, Зары трагеди гуырдзиаг-ирон æмахастытæн æмæ 90-æм азты конфликтæн дзауппдæттæг уæззау фæлтæрддзинадæн зайы.
Гæнæн нæ уыдзæн демократон, æууæнкдзинадыл бындурæвæрд æмæ инклюзивон æхсæнады æмæ политикон системæйы арæзтадыл ныхас кæнын уыцы уавæрты, кæд æмæ адæймаджы барты халыны ахæмхуыз уæззау цаутæ æмбæлонæй не сты рабæрæггонд æмæ банымадгонд, амæттæгты барты сæндидзыны æмæ кадкæныны интерес та игнориргонд куы цæуы. Ахæмхуыз барадон куыстыты ауадзынæн скъуыддзаггæнæг нысаниуæг ис конфликтæй адихгонд æхсæнадты ‘хсæн æууæнкдзинады сфидар кæнын æмæ сабырады арæзтадæн дæр.
ინსტრუქცია