[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

2 ივლისს "შინ ევროპაში" კამპანიის ფარგლებში აქტივისტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები თავს დაესხნენ - პეტიცია

2 ივლისს სამოქალაქო აქტივისტები ქალაქ მარნეულში ეწეოდნენ „შინევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიას, რა დროსაც აქტივისტებს თავს დაესხნენ მერიის და საკრებულოს თანამშრომლები. ისინი სამირა ბაირამოვას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე ჰქონდათ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც. პოლიცია ცდილობდა დაპირისპირების განმუხტვას, თუმცა არ ახდენდა სათანადო რეაგირებას თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა გახდა შეურაცხყოფების ობიექტი. მას თვითმმართველობის თანამშრომლები მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდნენ შესულიყვნენ მასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში. ორმაგად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია ის ფაქტი, რომ აქტივისტების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ კამპანიაში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქალების როლის და ფუნქციის გაზრდას თვითმმართველობის საქმიანობაში და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობის აღმოფხვრა. რიმა ოთარაშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი - ირმა ზარქუა და ასევე, მარნეულის ალტ-ინფოს ოფისის მდივანი, აქციის დროს მომმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ აქციის მშვიდობიანად ჩატარებაში. შესაბამისად, კამპანიის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ, რათა არ გამხდარიყვნენ პროვოკაციის მსხვერპლნი. ამ ჩარევის გამო, აღნიშნულ ადგილზე ვერ ჩატარდა სხვა დაგეგმილი ღონისძიება, რაც აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების (საქართველოს კონსტიტუცია, მე-17 მუხლი) შეზღუდვას წარმოადგენს.

2 ივლისის შემდგომ, სოციალურ ქსელებში, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი და სხვა თანამშრომლები აქტიურად ცდილობენ მოახდინონ როგორც აქტივისტების, ასევე მედიის წარმომადგენლების დისკრედიტაცია. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი და 2 ივლისს დაპირისპირების ავანგარდში მყოფი, ასევე მერიის თანამშრომელი ირმა ზარქუა აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და რადიო „მარნეულის“ ხელმძღვანელს კამილა მამედოვას შეურაცხყოფას. ცალკე აღსანიშნავია და მიუღებელი ის ფაქტი, რომ პირადი ცხოვრების შესახებ ფაქტების გასაჯაროების და გასაჯაროების მუქარა საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლების მხრიდან მოდის.

მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უხეში და უკანონო ფორმები წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით საჯარო მოხელის ეთიკური ნორმების დარღვევას და არის საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქცევა. მოქმედი კანონმდებლობა ადგენს მოხელის მიერ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულებას. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 72-ე და 77-ე მუხლების შესაბამისად, ნებისმიერი მოხელე ვალდებულია დაიცვას საჯარო სამსახურის პრინციპები (პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; კანონიერება; ეთიკის წესების დაცვა) და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. მოხელე ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

2022 წლის 2 ივლისს მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების აშკარა, შეურაცხმყოფელი ქცევები, სიძულვილის ენა და ამავე პირების მიერ აქციის შემდგომ სოციალურ ქსელში დღემდე მიმდინარე აქტივობები პირდაპირ და უხეშად ხელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს, შეუთავსებელია ეთიკურ ღირებულებებთან და არღვევს არაერთი ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ ამ მოხელეების ქცევები მოტივირებულია პარტიული ინტერესებით, რაც ასევე არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-132 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.

ამავე დადგენილების, მე-11 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. აქვე საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება.

ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან დაუყოვნებლივ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია. როგორც აღინიშნა, მოხელის შეუფერებელი ქცევა ზიანს აყენებს კონკრეტული სამსახურის და სახელმწიფოს რეპუტაციას. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საჯარო სამსახურის ქცევის წესებთან შეუსაბამო ქმედებები დღემდე გრძელდება, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელში სისტემატურად განაგრძობენ აქტივისტებზე საჯაროდ თავდასხმებს, შეურაცხყოფას, პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, სიძულვილის ენის გამოყენებას, როგორც სამუშაო ისე არასამუშაო დროს. ამდენად, აუცილებელია მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება, როგორც კონკრეტული აქტივისტების უფლებების დასაცავად, ისე მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს რეპუტაციის შემლახველი პროცესის შესაჩერებლად.

დღეს, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას, სახელმწიფოს პირდაპირი აკისრია, მოახდინოს პოლიტიკის იმგვარად წარმოება, რომ შეამციროს მკვეთრი პოლარიზაცია, ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორსა და მედიასთან, თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და აძლიერებს პოლარიზაციას.

ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებას გამოვთქვამთ შექმნილი სიტუაციის გამო და მოვუწოდებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯაროდ ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის:

  1. თანამდებობიდან გაანთავისუფლოს რიმა ოთარაშვილი და ირმა ზარქუა;
  2. თანამდებობიდან გაანთავისუფლოს ააიპ ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა _ ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრის) დირექტორის მოადგილე, სოსო ინაძე რომელიც არღვევდა კანონს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამირა ბაირამოვას.
  3. თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული გამოხატვა და დაიწყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა მედიასა და სამოქალაქო სექტორთან.

ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელმომწერი პირები ვადასტურებთ მზაობას, რომ შეწყდეს არაფრისმომცემი და მადისკრედიტირებელი კამპანია და მოვუწოდებთ თვითმმართველობას თანამშრომლობისა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების კლიმატის შექმნისკენ როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

პეტიციას უერთდებიან და მის სულისკვეთებას იზიარებენ:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • მედიაომბუდსმენი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • სატელევიზიო ქსელი
  • საფარი
  • ფემინა
  • მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  • მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარ
  • დემოკრატიის მცველები
  • ღია სივრცე კავკასია
  • ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
  • საქართველოს შემეცნებითი ცენტრი
  • გააღვიძე აქტივიზმი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“