საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
Mətnin Azərbaycan dilində olan versiyası üçün aşağı baxın
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს სამირა ბაირამოვას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ახლად დაფუძნებული ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიის "კონსერვატიული მოძრაობა" წევრების მხრიდან პირადი და საჯარო მუქარისა და შევიწროების ადრესატია. ღიად პროპუტინისტული, ძალადობრივი პარტიის ეს რეაქცია სამირა ბაირამოვის მხრიდან მარნეულში ახლად გახსნილი ოფისის უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ფერებად შეღებვას და პროტესტს მოჰყვა.
სამირა ბაირამოვას მიმართ პერსონალური, იდენტიფიცირებადი მუქარა ძალადობრივი შინაარსის მიღმა, ეთნიკური და გენდერული სიძულვილის ნიშნებს შეიცავდა. ამასთან ორი დღის წინ ამ პარტიის წევრების მიერ მარნეულში ენმ-ის ოფისის წინ დემონსტრაციულად წაკითხული საჯარო მუქარა ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავდა.
დღეს დილით სავარაუდოდ ამავე პარტიის წევრებმა 2 დღის წინ გაჟღერებული მუქარის კვალდაკვალ, გადაღებეს ენმ-ს პარტიის კედლები და სამირა ბაირამოვას სექსისტური შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს. პარტიის წევრები პროვოკაციულად და განზრახ სამირა ბაირამოვას პარტია ენმ-ს უკავშირებენ, რაც არასწორია. სამირა ბაირამოვა არასდროს ყოფილა ენმ-ის ან სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი. ის დამოუკიდებელი ადგილობრივი აქტივისტია ქვემო ქართლის რეგიონიდან, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანელი თემის, ასევე ქალების უფლებების დაცვისთვის და მათი საჭიროებების, წუხილების და ინტერესების წარმოჩენისთვის უკვე მრავალი წელია შრომობს და იბრძვის.
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების მიუხედავად, რომ უწყება ყველაფერს გააკეთებს სამირა ბაირამოვას დაცვისა და საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის, კონკრეტულ ვადებში დაანონსებული მუქარის შესრულების პრევენცია პოლიციამ ვერ შეძლო.
ზოგადად ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ამ ექსტრემისტული ჯგუფის მიმართ გამოხატული სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და დაუსჯელობა შემაშფოთებელია და ცხადია, ეს უმოქმედობა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაპირობას ქმნის. აშკარაა, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო 5-6 ივლისს ამ პარტიის ლიდერებს დასჯა მათ მიერ ჩადენილი მასობრივი ძალადობის აქტების გამო და უკვე მიმდინარე დღეებში უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ სხვადასხვა რეგიონში მათგან მომდინარე დანაშაულები (ძალადობა, ძალადობის მუქარა, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება) სათანადოდ აღკვეთილი არ არის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყოველდღიურად ცდილობს სამირა ბაირამოვას ინტერესების და უფლებების დაცვას და ცდილობს მის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ დროული კომუნიკაცია ჰქონდეს სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო აქტორებთან.
ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ აქტივისტებს სხვა არაერთ რეგიონში, ვინც პროპუტინისტული ექსტრემისტული პარტიის წევრების შევიწროების, ძალადობისა და მუქარის მსხვერპლები არიან.
ჩვენი კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას სამირა ბაირამოვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი და სხვა აქტივისტების მიმართ ექსტრემისტული პარტიის წევრების მხრიდან მომდინარე მუქარისა და სხვა დანაშაულების დროული და ეფექტიანი აღკვეთისკენ მოვუწოდებთ.
ამასთან მიგვაჩნია, რომ ექსტრემისტული პარტიის ძალადობრივი ქმედებები და ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებისკენ მიმართული მოწოდებები, მთლიანობაში ამ პარტიის კონსტიტუციურობას სადავოს ხდის და სახელმწიფოს მხრიდან უფრო ფართე პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობას ქმნის.
Sosiyal Ədalət Mərkəzi olaraq artıq bir neçə gündür ki, yeni yaranmış ektremist siyasi partiya olan “Konservativ Hərəkat”-ın liderləri tərəfindən şəxsidə və açıq şəkildə təhdidlərə və sıxışdırmalara məruz qalan Samira Bayramovaya öz həmrəyliyimizi və dəstəyimizi bildiririk. Açıq şəkildə prorus görüşlərər sahib, zorakılıq yönümlüsü partiyanın bu reaksiyaya, Samira Bayramova tərəfindən onların Marneulidə yeni açılmış ofislərinin Ukrayna və Avropa Birliyinin rənglərinə boyayaraq öz etirazını bildirməsindən sonra baş vurublar.
Samira Bayramovaya qarşı şəxsi, asanlıqla müəyyən edilə bilən təhdid, zorakı məzmunundan başqa etnik və cinsi nifrət əlamətləri də daşıyırdı. Bununla yanaşı, iki gün əvvəl bu partiyanın üzvləri tərəfindən Marneulidə VMH-nin ofisinin önündə nümayişkar şəkildə ifadə etdikləri ictimai təhdid, etnik nifaq yaradacaq əlamətləri daşıyırdı.
Bu gün səhər, böyük ehtimal, elə həmin partiyanın üzvləri 2 gün əvvəl dilə gətirdikləri təhdidi həyata keçirərək VMH-nin ofisinin divarlarını rəngləyiblər və Samira Bayramovaya cinsiyyətçi məzmunlu təhqirlər ediblər. Partiya üzvləri provokasiya məqsədiylə və bilə-bilə Samira Bayramovanın VMH ilə əlaqəli olduğunu bildirirlər, bu isə doğru deyil. Samira Bayramova bu günədək heç vaxt nə VMH-nin, nə də başqa siyasi partiyanın üzvü olmayıb. O, Gürcüstanda yaşayan azəbaycanlı icmasının, eləcə də qadınların hüquqlarını qorumaq üçün, onların narahatçılığını, problemlərini və maraqlarını üzə çıxarmaq üçün çalışan, Kvemo Kartli regionundan olan yerli müstəqil fəaldır.
Parlamentdə Daxili İşlər Nazirinin Samira Bayramovanı qorumaq və işin effektiv şəkildə araşdırılamsı üçün hər şey edəcəklərini deməsinə baxmayaraq, polis, konkret müddətdə elan edilmiş təhdidin həyata keçirilməsinin qarşısını ala bilmədi.
Ümumiyyətlə, son dönəmdə hakimiyyətin bu ekstremist qrupa qarşı hüquqi və siyasi sadiqliyi və onları cəzalandırmaması xüsusilə narahat edici bir durumdur və aydındır ki, bu hərəkətsizlik onların siyasi məsuliyyətinin ilkin şərtlərindəndir. Aydındır ki, hakimiyyət 5-6 iyul tarixlərində həyata keçirilmiş kütləvi zorakılıq halları üçün bu partiyanın liderlərini cəzalanmalarını hələ də təmin etməyib və və hazırda Ukraynada gedən müharibənin fonunda, fərqli bölgələrdə onlardan qaynaqlanan qanuna zidd olaylar ( zorakılıq, zorakılıq təhdidi, etnik və dini nifaq yaratmaq) lazımi şəkildə araşdırılmayıb.
Sosiyal Ədalət Mərkəzi gündəlik olaraq Samira Bayramovanın hüquqlarını qorumağa və onun önündə duran bu çətinliyə cavab olaraq, dövlət qurumları və beynəlxalq aktorlarla vaxtında əlaqə yaratmağa çalışır.
Biz həmçinin, Putin yönlüsü, ekstremist partiya üzvlərininin sıxışdırmalarıyla, zorakılığıyla və təhdidləriylə qarşılaşan, başqa bölgələrdən olan fəallara da öz dəstəyimizi bildiririk.
Samira Bayramovanı qeyd-şərtsiz dəstəklədiyimizi bir daha təsdiqləyir və Daxili İşlər Nazirliyini ekstremist partiya üzvləri tərəfindən ona və digər fəallara qarşı təhdidlərin və digər cinayətlərin qarşısının vaxtında və effektiv şəkildə alınmasını təmin etməyə çağırırıq.
Eyni zamanda, hesab edirik ki, ekstremist partiyanın zorakı hərəkətləri, etnik və dini nifaq yarada biləcək çağırışları bütövlükdə bu partiyanın konstitusiyaya uyğunluğunu şübhə altına salır və dövlət tərəfindən daha geniş qabaqlayıcı tədbirlərin görülməsini zəruri edir.
ინსტრუქცია