საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა და მათი განვითარებისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამ მიზნების მისაღწევად სახელმწიფომ ბავშვებისთვის ჯანდაცვაზე, განათლებაზე, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოსა და მატერიალურ რესურსებზე წვდომა უნდა უზრუნველყოს.
მატერიალური და სოციალური დანაკლისის დროს, ბავშვების განვითარება და ცხოვრების ხარისხი სერიოზული რისკის ქვეშ ექცევა და ზრდასრულობაშიც არაერთ მძიმე შედეგს წარმოშობს. მათ შორისაა, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის პრობლემები, საარსებო წყაროებზე შემცირებული წვდომა, ძალადობისა და ექსპლუატაციის რისკები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია საქართველოში ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები:
აღნიშნული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვიანი ოჯახების მდგრად მხარდაჭერასა და გრძელვადიან გაძლიერებას. სერვისების სიმწირე, ფიზიკური, გეოგრაფიული, ფინანსური წვდომის ბარიერები საჭიროების მქონე არაერთ არასრულწლოვანს ტოვებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე. ამ ფონზე, სფეროს სპეციალისტების რაოდენობა მცირდება - მაგალითისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში, მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 255 სოციალური მუშაკი და 19 ფსიქოლოგი იყო დასაქმებული.
ამ გამოწვევების პარალელურად, ხელისუფლება, რომელიც ბავშვების სოციალური დაცვის გარანტიებს ვერ ქმნის, აგრძელებს ოჯახის სიწმინდის და ღირსების იდეით მანიპულირებას; მიზანში იღებს სწორედ იმ ორგანიზაციებსა და ინიციატივებს, რომელებიც, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე მუშაობენ.
ინსტრუქცია