საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმძღვანელი: შორენა მაღლაკელიძე
ავტორი: არჩილ გაგნიძე
გვერდების რაოდენობა: 161
ორგანიზაცია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ხელისუფლებამ 2005 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. სხვა ქვეყნების მსგავსად, ახალი ვაუჩერული სქემის დეკლარირებული მიზნები და ამოცანები გულისხმობდა სკოლებში ფინანსური და ადამიანური რესურსების ეფექტიან გამოყენებას და სამართლიან განაწილებას. 2005 წლიდან სკოლების დაფინანსების მოდელი რამდენჯერმე შეიცვალა: მარტივ პროპორციულ კავშირს მოსწავლეების რაოდენობასა და დადგენილ ვაუჩერს შორის, ჯერ დაემატა სკოლის ზომის კომპონენტი, მოგვიანებით კი - საბაზისო დაფინანსების კრიტერიუმი და ინკლუზიური განათლების კომპონენტი. ადმინისტრაციულ მონაცემებზე და გამოკითხვის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინამდებარე კვლევის ფარგლებში ვაფასებთ, ქართული ვაუჩერული მოდელის ეფექტიანობასა და სამართლიანობას. კვლევა ადასტურებს, რომ სკოლებს შორის კონკურენციას აქვს, მცირე, მაგრამ, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე. ასევე, სკოლის დირექტორები მიიჩნევენ, რომ სკოლებს შორის კონკურენციის ეფექტი (ალბათობა) მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც სკოლის განვითარებისთვის, ასევე სწავლების ხარისხის და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების კუთხით. სამართლიანობის თვალსაზრისით, კვლევამ დაადასტურა, რომ მიუხედავად დამატებით დაფინანსებისა, არაქართულენოვანი სკოლების საშუალო ქულები, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის საშუალოს. მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით სტანდარტული ვაუჩერის განსხვავებული კოეფიციენტების დადგენა ვერტიკალური სამართლიანობის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც კვლევა აჩვენებს, სკოლებში მოსწავლეთა კლების კვალდაკვალ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი იკლებს. არსებული დაფინანსების მოდელი გარკვეული კომპენსატორის ფუნქციას კისრულობს შედარებით პატარა სკოლების დახმარების კუთხით. აღნიშნული ინტერვენცია ეფექტურია უმეტეს შემთხვევაში.
ინსტრუქცია