[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

მაღალმთიან აჭარაში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ მაღალმთიან აჭარაში (ხულოს, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში) მოქმედი სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.

 მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 9 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე, ესსე თემაზე: „სომოქალაქო აქტივიზმის როლი და სირთულეები მაღალმთიან აჭარაში სოციალური ცვლილებების მხარდაჭერისთვის“ (მინიმუმ 500 სიტყვა).

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3vQUHWz

ბიბლიოთეკა / კვლევა

მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში - საბჭოთა წარსულის გააზრება ვარდების რევოლუციის შემდეგ

თამარ ქარაია  

Library Cover Image

ხელმძღვანელი: მალხაზ მაცაბერიძე

ავტორი: თამარ ქარაია

გვერდების რაოდენობა: 197

T.Qaraia_PhD_1581432629.pdf

კვლევა მოიცავს მეხსიერების პოლიტიკას 2003 წლიდან (ვარდების რევოლუციიდან) 2012 წლის ოქტომბრამდე. საკვლევი პერიოდის განსაზღვრას საფუძვლად უდევს ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების გამოკვეთილი პოლიტიკური კურსი კოლექტიური მეხსიერების ფორმირების სფეროში. 2012 წლის ოქტომბრის შემდგომი პერიოდის ჩართვა ამ კვლევაში არასწორად ჩავთვალეთ, რადგანაც ახალი ხელისუფლების დისკურსი განსხვავებულია წინასგან და შესაბამისად, კვლევაში ახალი ინდიკატორების ჩართვას მოითხოვდა.

მოცემული კვლევა ორიენტირებულია, არა იმდენად ნარატივის შინარსობრივ ანალიზზე, არამედ მეხსიერების ადგილების შესწავლაზე. რა ინფორმაციის მატარებელია და რის შესახებ აპირებს ის ხსოვნის დამკვიდრებას. აღნიშნული ნაშრომი უფრო მეტად ცდილობს გაანალიზოს, თუ რამდენად ახდენდა დროის კონკრეტული მომენტში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი ზეგავლენას მოვლენის ინტერპრეტაციის ცვლილებაზე, როგორ ხდება ამ ცვლილების მიწოდება საზოგადოებისთვის, ფაქტების გახსენებით თუ პირიქით - დავიწყებით, როგორ ჩნდებიან და იცვლებიან ისტორიული პერსონაჟები პოლიტიკურ დისკურსში.

T.Qaraia_PhD_1581432629.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“